უპილოტო ვერტმფრენი

ქართული სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს იპყრობს

6519
სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მსოფლიოს 28 ქვეყანაში მუშაობს. მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, პერუ, ინდოეთი და ყაზახეთი.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საინკასატორო ჯავშანმანქანები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები — ეს ის სამხედრო ტექნიკაა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აწარმოებს და რომელიც 2015 წლიდან არის უცხოეთის შეიარაღებაში. 

საინკასატორო მანქანები ეგვიპტეს შეხვდა, ხოლო ყუმბარმტყორცნებისა და ნაღმმტყორცნების თაობაზე გარიგების დეტალები ჯერ არ ხმაურდება. ამას გარდა, როგორც ცნობილი გახდა, დამამთავრებელ ფაზაშია მოლაპარაკებები „დელტასა“ და მოლდოვას შორის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ყიდვა–გაყიდვის თაობაზე. 

ამერიკელები დავჯაბნეთ 

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ სამედიცინო–საევაკუაციო მანქანების მიწოდებაზე ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც საუდის არაბეთს ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერის ფინალში ქართულმა ჯავშანმანქანებმა ამერიკული ტექნიკა დაჯაბნეს. 

 

მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და 100 მლნ ლარიან (დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი)  გარიგებას ხელი მოაწერს. კონტრაქტის თანახმად, საქართველომ საუდის არაბეთს 2016 წლის განმავლობაში ასზე მეტი ჯავშანმანქანა უნდა მიაწოდოს. აქედან 12 უკვე იანვარში გაიგზავნება. 

მანამდე ქართულმა სამედიცინო–საევაკუაციო ჯავშანმანქანამ სერიოზული გამოცდა გაიარა საუდის არაბეთში. მისი მანევრირება, მაქსიმალური სიჩქარე, მთებსა და უდაბნოში გამავლობის უნარი სხვადასხვა რელიეფურ პირობებში, 40 კმ მანძილზე უკიდურესად მაღალ სიჩქარეზე გამოიცადა. 

სამედიცინო–საევაკუაციო ჯავშანმანქანები სრულად დაპროექტდა და დამზადდა „დელტაში“. მანქანას ერთდროულად ოთხი დაჭრილის გადაყვანა  შეუძლია საათში 120 კმ სიჩქარით. ის აღჭურვილია 356 ცხენისძალიანი ტურბო–დიზელის ძრავითა და ორფენიანი ჯავშნით, რომელიც 7.36 მმ კალიბრის ტანკსაწინააღმდეგო ტყვიებს და ასევე საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებს უძლებს. 

მოთხოვნადია სამშობლოშიც

„დელტას“ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე საქართველოშიც დიდი მოთხოვნაა. 

მაგალითად, „ლიბერთი ბანკმა“ კომპანიისგან ასზე მეტი ჯავშანჟილეტი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ არც ამ გარიგების დეტალები არ  ხმაურდება. 

 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელზეც ახალ მოლდოვასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უკვე დამონტაჟებულია კახეთში. სისტემას, რომელიც იქ 2015 წლიდან მუშაობს, სეტყვის ღრუბლის აღმოჩენა და დაცხრილვა შეუძლია, რითაც ვენახებს განადგურებას ააცილებს. 

აღორძინების ეპოქა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ დღევანდელი სახით 2010 წელს შეიქმნა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით. ცენტრზე შეფობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აიღო. მაშინ ცოტას თუ ეჯერა ქართული სამხედრო მრეწველობის წარმატება. „დელტას“ ერთ–ერთი პირველი პროდუქტი — ეს ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ გახლდათ. 

ქართული საზოგადოება სიხარულით შეხვდა ამ მანქანების წარმოებას, მაგრამ მწარმოებელმა ამ სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე გატანა ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, რაღაც დეტალებზე კიდევაა საჭირო მუშაობა. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული სამხედრო ტექნიკის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდვის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია  არ არსებობს.

ქართული შეიარაღება
ქართული შეიარაღება
 

მას შემდეგ, რაც „დელტას“ სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელ–შემკეთებელი ქარხანა „თბილავიამშენი“ გადაეცა, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებაც დაიწყეს. 

ერთ–ერთი ბოლო ნამუშევარი — ეს მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენია, რომლსაც ჰაერიდან დაზვერვაც შეუძლია და სამიზნის დაზიანებაც. საფრენი აპარატი М134 Minigun–ის ტიპის ორი ექვსლულიანი ტყვიამფრქვევითა და რვა არამართვადი საავიაციო რაკეტითაა აღჭურვილი. ფრენის სიმაღლეა 3 კმ, მაქსიმალური სიჩქარე —180 კმ/სთ. ვერტმფრენი პირველად 2015 წელს წარადგინეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. 

საერთაშორისო  თანამშრომლობა 

სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მსოფლიოს 28 ქვეყანაში მუშაობს. მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, პერუ, ინდოეთი და ყაზახეთი. „დელტას“ უცხოეთში მუშაობის ძირითადი მიმართულებებია კონსულტაციები, პროდუქციის რეკლამირება და კონტრაქტების გაფორმება. 


6519