ბენდუქიძის ქალიშვილმა უნივერსიტეტებისთვის თანხის მიცემის უფლება მიიღო

© photo: Sputnikანასტასია გონჩაროვა
ანასტასია გონჩაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ერთი წელი გრძელდებოდა სამ ქვეყანაში: საქართველოში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში. სულ ცოტა ხნის დადგინდა, რომ ანასტასია გონჩაროვასა და კახა ბენდუქიძის დნმ–ის ნიმუშები ერთმანეთს 99,999%-ით ემთხვევა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ცოტა ხნის წინ გამოჩენილი და სასამართლოების მიერ აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, კახა ბენდუქიძის ქალიშვილად ცნობილი ანასტასია გონჩაროვა აცხადებს, რომ მისი მამის მიერ დაარსებული „ცოდნის ფონდის“ ნახევარი წილის მართვის უფლება მიიღო. ეს უფლება იმ პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა, რომელთაც ბენდუქიძე უმთავრესად მიიჩნევდა. ესენია თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები. დღეისათვის ეს სასწავლო დაწესებულები ყველაზე პოპულარულია საქართველოში. 

მამის საქმის გაგრძელება

ანასტასია გონჩაროვას სწორედ ამით დაკავება სურს. 

გონჩაროვასთვის მინიჭებული უფლება, მართოს ფონდის წილი — ეს უფრო ვალდებულებაა, ვიდრე შესაძლებლობა. 

ფონდის როლი ორი უნივერსიტეტის საქმიანობაში წესდებითაა შეზღუდული. ფონდმა მან ფინანსურად უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტები, მაგრამ არ შეუძლია ჩაერიოს სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესში. „ცოდნის ფონდის“ დამაარსებელს არ შეუძლია უნივერსიტეტების საქმიანობიდან მოგების მიღება და ასევე ეკრძალება ფონდის ლიკვიდირება. 

კახა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
ქართულმა სასამართლომ ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა
 

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ანასტასიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა,  ეს არ აშფოთებს. ახლა ის თბილისში საბოლოოდ დამკვიდრებასა და ქართული ენის შესწავლას აპირებს. ანასტასია გეგმავს უკრაინულიდან ქართულად თარგმნოს წიგნი „გზა თავისუფლებისკენ. საუბრები კახა ბენდუქიძესთან“. 

თუმცა ფონდის მუშაობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „უნივერსიტეტები ჩემთვის პრიორიტეტულია. ვაპირებ აქტიურად ჩავება მატ ცხოვრებაში. ფონდი და უნივერსიტეტები მამაჩემის ყველაზე დიდი პროექტები იყო. მან ამ უნივერსიტეტებში არა მხოლოდ ჩადო საკუთარი ფული, არამედ მთელი თავისი ენერგია და თავიც მიუძღვნა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად განვაგრძო მისი საქმე“, —  განაცხადა ანასტასია გონჩაროვამ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

რისი მართვა სურს ანასტასიას გონჩაროვას

იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს გეგმებისა და ფონდის წესდებით შეზღუდული შესაძლებლობების შეთავსებას, გონჩაროვა ჯერ არ განმარტავს. არადა, კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობის ეს ნაწილი საკმაოდ დიდი სტრუქტურაა და სამართავად აშკარად რთული. 

„ცოდნის ფონდი“ 2007 წელს დაარსდა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით და სწორედ ის იქცა „თავისუფალი“ და აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებლად. 

კახა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
კახა ბენდუქიძის ქალიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
 

„თავისუფალი უნივერსიტეტი“ დაარსების დღიდან იქცა საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად. ეს უმაღლესი  სასწავლებელი საუკეთესო აბიტურიენტებს იყვანს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მის კურსდამთავრებულებს სამსახურის შოვნის პრობლემა არ აქვთ. „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მოიცავს შვიდ სკოლას. ესენია: სამართალი, მართვა და სოციალური მეცნიერება, ვიზუალური ხელოვნება და დიზაინი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა,  ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობები. უნივერსიტეტში დაახლოებით 1700 სტუდენტი სწავლობს. 

აგრარული უნივერსიტეტი — საქართველოს ერთ–ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი. 2011 წლამდე, „ცოდნის ფონდის“ ქვემდებარეობაში გადასვლამდე,  უნივერსიტეტი 37–ე ადგილს იკავებდა აბიტურიენტების საშუალო ქულათა რეიტინგში. იმ მომენტისთვის უნივერსიტეტი პრაქტიკულად გამოუყენებელი დიპლომების გამცემ დაწესებულებად იყო ქცეული. მაგრამ უკვე 2013 წელს „აგრარული“ ყველაზე სწრაფად განვითარებად უნივერსიტეტად იქცა და ახლა ქვეყნის 60 უმაღლეს სასწავლებელს შორის რეიტინგით მეექვსე ადგილს იკავებს. ბენდუქიძემ ეს უნივერსიტეტი ნანგრევებიდან აღადგინა და თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიებით აღჭურვა. აგრარულის პარტნიორები არიან ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი. ის სამ ფაკულტეტს აერთიანებს: აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა, საინჟინრო–ტექნოლოგიურსა და ბიზნეს–ადმინისტრირების ფაკულტეტებს. 

გოგონა ლონდონიდან

ცოტა რთული გასაგებია, როგორ წარიმართება ანასტასია გონჩაროვასა და „ცოდნის ფონდის“ მეორე ნახევრის მფლობელის, ბენდუქიძის ქვრივის, ნატალია ზოლოტოვას თანამშრომლობა. აქამდე მათ სასტიკი კონფლიქტი ჰქონდათ. 

ბენდუქიძის 25 წლის ქალიშვილი მხოლოდ 2014 წელს, ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა. იმ დროისთვის მას უკვე დამთავრებული ჰქონდა ლონდონის სამეფო კოლეჯი. მამის გარდაცვალების შესახებ ნიუ–იორკის ერთ–ერთ კაფეში ჯდომისას შეიტყო. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, მშობლებმა ერთობლივად გადაწყვიტეს დაეფარათ ბენდუქიძის მამობის ფაქტი. თავად ანასტასიამ ათი წლის ასაკში შეიტყო მამის ვინაობა, რომელიც ხშირად ნახულობდა მას სხვებისგან ფარულად. თუმცა ბიზნესმენის გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა და ანასტასიამ თბილისში ჩამოსვლა და დაკრძალვაზე ღიად გამოჩენა გადაწყვიტა. 

ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტები და სასამართლოები. ბენდუქიძის ოფიციალური ქვრივი ნატალია ზოლოტოვა მთელ ქონებაზე აცხადებდა პრეტენზიას. მოულოდნელად გამოჩენილმა ქალიშვილმა კი აღიარება მოისურვა. მხარეებმა ერთმანეთზე იერიში მიიტანეს. ანასტასია ქვრივს კახას დნმ–ის ნიმუშების განადგურებაში ადანაშაულებდა, რომელსაც მამობის დამტკიცებისთვის ხელის შეშლა სურდა. ის ასევე ბრალს სდებდა ნუნუ ბენდუქიძეს — კახას დას, რომ ის ზოლოტოვას მხარეს იყო და ეს უსამართლოდ მიაჩნდა. ნუნუ ბენდუქიძე კი პასუხად აცხადებდა, რომ ეს გონჩაროვას სურდა მისი ძმის მთელი ქონების ხელში ჩაგდება და სხვა ნათესავების ცარიელზე დატოვება. გონჩაროვა კი აცხადებდა, რომ მისთვის მთავარი იყო არა ფული, არამედ კახას შვილად აღიარება. 

კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ერთი წელი გრძელდებოდა სამ ქვეყანაში: საქართველოში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში. სულ ცოტა ხნის წინ თბილისისა და მოსკოვის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ანასტასია გონჩაროვასა და კახა ბენდუქიძის დნმ–ის ნიმუშები ერთმანეთს 99,999%-ით ემთხვევა და შესაბამისად, ანასტასია კახა ბენდუქიძის კანონიერ მემკვიდრედ ცხადდება. 

რა შედის ამ მემკვიდრეობაში „ცოდნის ფონდის“ გარდა, ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, განსვენებული ბიზნესმენის ქონება და აქტივები  100 მლნ–დან 1 მლრდ დოლარამდე ფასდება. 


ყველა ახალი ამბავი
0