საქართველოს ყოფილი და ახალი ხელისუფლებები ერთმანეთს გარდაბნის რაიონში შეეჭიდებიან

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაბნის რაიონის გამგებლის არჩევნები პარტიების რეიტინგის თავისებური ინდიკატორი იქნება, ვინაიდან 2016 წლის ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე ტარდება.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გარდაბნის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეთაურის ვადამდელი არჩევნები  ხუთშაბათს, 28 იანვარს იმართება. რაიონისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ორი კანდიდატი უპირისპირდება — ამჟამინდელი მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. 

გარდაბნის რაიონის ხელძღვანელის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე იმართება და ის პარტიების რეიტინგის ერთგვარი ინდიკატორი იქნება. 

ეს რაიონი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ „ქვეყნის კარიბჭეა“ — სწორედ ამ რაიონშია აზერბაიჯანთან საზღვრის გამვლები „წითელი ხიდი“ და რკინიგზის საკონტროლო–გამშვები პუნქტი „გარდაბანი“. რაიონის ძირითადი მოსახლეობა  კი ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. 

ამ რაიონში ბოლო არჩევნებისას 2014 წელს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. მუნიციპალურ არჩევნებზე კანდიდატმა ამომრჩევლის ხმათა 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს. 

გარდაბნის რაიონში ვადამდელი არჩევნები რაიონული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო დაინიშნა. 

წინასაარჩევნო ვნებები

გარდაბნის რაიონში, სადაც 70 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს,  წინასაარჩევნო კამპანია ზედმეტი ხმაურისა და სკანდალების გარეშე მიმდინარეობდა. გოჩა ჯამარაული („ქართული ოცნება“) და ბესიკ კახაბრიშვილი (ენმ) ამომრჩევლებს პარტიების ლიდერების თანხლებით ხვდებოდნენ და საკუთარ პროგრამას აცნობდნენ.  

თუმცა მხარეებმა ერთმანეთზე კომპრომატებს გვერდი ვერ აუარეს. 

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებში სამხედროების ხმების გამოყენებაში ადანაშაულებს
 

არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კახაბრიშვილს სამწლიანი პატიმრობა აქვს მოხდილი ყაჩაღობისთვის. 

კახაბრიშვილს პატიმრობის ფაქტი არ უარუყვია, თუმცა განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მისი თქმით, ის იმის გამო დააპატიმრეს, რომ ქრთამი არ გადაიხადა. 

ბოიკოტი და პრეტენზიები 

გარდაბნის რაიონში არჩევნებისთვის ორი კანდიდატი მას შემდეგ დარჩა, რაც 13–მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“  კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის მიზეზად ხელისუფლების მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე უარის თქმა დასახელდა. 

ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს
 

არასაპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს სპეცუბნების არსებობას სამხედროებისა და პოლიციელებისთვის და ასევე დეპუტატების ნაწილის მაჟორიტარული სისტემით არჩევას. 

სპეცუბნების არსებობა გარდაბნის რაიონში პრობლემად იქცა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც რაიონში არჩევნების მსვლელობას აკვირდებოდნენ, სკანდალი ატეხეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპეცუბნის გამო. მათი მტკიცებით, სამხედროებს არ შეუძლიათ აირჩიონ იმ მუნიციპალიტეტის მეთაური, რომელშიც დარეგისტრირებულები არ არიან. 

ამის პასუხად ხელისუფლებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სპეცუბნების გაუქმების პირობა დადო. 

ვინ გაიმარჯვებს —პროგნოზი

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ გარდაბნის რაიონის არჩევნები, ქვეყანაში არსებული სოციალ–ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნაწილობრივ ასახავს მოსახლეობის დამოკიდებულებას „ქართული ოცნებისადმი“. 

„მე ვამბობ ნაწილობრივ, ვინაიდან, როგორც ცნობილია, არჩევნებში ყველა პარტია არ მონაწილეობს და ბუნებრივია, რომ სურათი სრული ვერ იქნება“, — თქვა ჩიტაძემ.

ამასთან პოლიტოლოგი არჩევნების შედეგის პროგნოზს არ აკეთებს. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო ის ამომრჩეველი, რომელმაც წინა არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, შეიძლება საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე. „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეუძლია, მაგრამ არა მგონია, რომ კანდიდატების მიერ მოგროვებულ ხმათა რაოდენობას შორის დიდი სხვაობა იყოს“, — თქვა ჩიტაძემ. 

პოლიტოლოგის აზრით, არჩევნებზე ამომრჩევლის დიდი აქტიურობა არ დაფიქსირდება. 


ყველა ახალი ამბავი
0