რუს მომხმარებელს ქართული ღვინო უყვარს

© photo: Sputnik / Владимир Трефилов / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ლეპეხინი
ვლადიმირ ლეპეხინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაცია ქართული ღვინის პროდუქციის ორი ძირითადი და პერსპექტიული მომხმარებლიდან ერთ-ერთი (ჩინეთთან ერთად) აუცილებლად იქნება მომავალშიც და სწორედ რუსულ ბაზარზე შეუძლია უნიკალურ ქართულ სავაჭრო მარკებს თავისი მყარი და ღირსეული ნიშის დაკავება.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik.

 ვლადიმირ ლეპეხინი, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი — „სპუტნიკი საქართველოსთვის“.

 რუსეთში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ღვინოში ერკვევა და ქართველი მეღვინეების პროდუქცია არ უყვარს. მით უფრო, რომ ხარისხიანი ქართული ღვინის შერჩევა რუსულ ბაზარზე, განსაკუთრებით პროვინციებში, ადვილი ჯერჯერობით არ არის.

 პირველ რიგში, ეს ღვინოები ახალგაზრდობისთვის თითქმის სიახლეა. საქმე ისაა, რომ 2006 წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინის შეტანის აკრძალვა მხოლოდ 2013 წელს გაუქმდა. მანამდე კი რუსეთის ალკოჰოლის ბაზარს სწორედ ქართული ღვინის მასშტაბური ფალსიფიცირება ახასიათებდა.

 მაგრამ ახლა ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

 კერძოდ, რუსეთში საქართველოდან ღვინის იმპორტი აღდგენილია. მაგალითად, 2014 წელს რუს მომხმარებელს ქართული ღვინის 38 მილიონი ბოთლი მიეწოდა, რის შედეგადაც საქართველომ ესპანეთს გაუსწრო და ღვინის პროდუქციის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. მთლიანად რუსეთში ქართულმა ღვინოებმა მთელი ღვინის იმპორტის 14% დაიკავა. 

 ეს 2005 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს რუსული ბაზარი „ახალი სამყაროს“ ქვეყნებიდან შემოტანილი იაფი, მაგრამ ხარისხიანი ღვინით არის გაჯერებული, საქართველოდან ღვინის პროდუქციის შეტანის აღდგენა ნამდვილი გარღვევაა.

 უფრო მეტიც, 13 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ შეიყვანოს იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მიმართაც რუსეთის ფედერაცია კონტრსანქციებს აამოქმედებს (რუსეთის ფედერაციის მთავრობაში განაცხადეს, რომ საქართველოს ეკონომიკური სანქციები რუსეთთან მიმართებით უმნიშვნელოა, ამიტომ რუსულ-ქართული თანამშრომლობის პერსპექტივებისადმი თავისი დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს). ეს საქართველოს მიერ რუსეთის ბაზარზე თავისი მეღვინეების პროდუქციის გაფართოების პერსპექტივებზე მეტყველებს.

 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანაზე ემბარგოს პერიოდში თვითონ საქართველოში ამ პროდუქციის ხარისხი არსებითად გაიზარდა. სერიოზულად განახლდა სამეწარმეო სიმძლავრეები, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ასევე ქართული ბრენდების დაცულობა (მათ შორის, 2010 წელს მიღებული კანონის „ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების“ წყალობით). მკვეთრად გაიზარდა ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი თავად რუსეთშიც, რის გამოც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ფალსიფიცირების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდა.

 ყოველივე ეს არ შეიძლება არ ახარებდეს როგორც ქართველ მეღვინეებს, ისე რუს მომხმარებელს. მაგრამ რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა, რაც დასვლეთის სანქციებმა გამოიწვია, რუბლს და შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას „დაარტყა“. შედეგად მთელი ღვინის პროდუქციის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვა 2015 წლის დასაწყისში თითქმის 80%-ით შემცირდა, მაგრამ მიმდინარე წლის შუა პერიოდში ეს მიწოდება კვლავ გაიზარდა. 

 ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ქართული ღვინის პროდუქციის ორი ძირითადი და პერსპექტიული მომხმარებლიდან ერთ-ერთი (ჩინეთთან ერთად) აუცილებლად იქნება მომავალშიც, და სწორედ რუსულ ბაზარზე შეუძლია უნიკალურ ქართულ სავაჭრო მარკებს თავისი მყარი და ღირსეული ნიშის დაკავება.  

 აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსულ ბაზარზე დღესდღეობით კრასნოდარისა და ყირიმის ღვინოების მოხმარება იზრდება. კერძოდ, კრასნოდარელი მეღვინეები ბოლო წლებში ღვინის კლასიკური ჯიშის ყურძნისგან დამზადებაზე გადავიდნენ და წამყვანი ფრანგი და იტალიელი ენოლოგების მსგავსად, ახალ ვაზსა და კლასიკურ ტექნოლოგიებს იყენებენ. და ამ ღვინოებს რესტორნების მენიუში ისეთივე ადგილი უჭირავთ, როგორც ქართულ ღვინოებს. მაგრამ ქართულ ღვინოს აქვს ისეთი ძლიერი მხარე, როგორიც ექსკლუზიურობაა.

 თექვსმეტი „აბორიგენული“, ანუ ავტოქტონური ყურძნის ჯიში (რქაწითელი, მწვანე, ოჯალეში, საფერავი და სხვა), რასაც ქართული ღვინის ინდუსტრია ეყრდნობა და ამ ჯიშებისგან წარმოებული ბრენდირებული ღვინოები, კარგად არის ცნობილი რუსი მომხმარებლისთვის. უფრო მეტიც, რუსეთში ელოდებიან, რომ ქართველი მეღვინეების „მივიწყებული“ ჯიშების აღდგენაზე მუშაობის შედეგად, ბაზარი კიდევ რამდენიმე ათეული ორიგინალური მარკით შეივსება.  

 რუსეთში ქვევრის ღვინის წარმოების იმერულ და კახურ ტექნოლოგიებსაც აფასებენ.

 მოკლედ, ნამდვილი ქართული ღვინოები რუსულ ბაზარზე ფრანგულ, ჩილეურ, ავსტრალიურ ან თუნდაც ახალ რუსულ ღვინოებს შორის არ დაიკარგება. ქართველი მეღვინეების პროდუქციის ორიგინალობა და ექსკლუზიურობა ქართულ ღვინოზე ფასის შენარჩუნებისა და არა მარტო ქართული სამზარეულოს რესტორნების  ღირსეული ღვინის რუკების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

 პერსპექტივაში კი, დარწმუნებული ვარ, რუსები სიამოვნებით და მასობრივად ეწვევიან ქართულ ღვინის მარნებს და „ღვინის ტურიზმი“ ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი გახდება.

 

 ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0