სმენა- და მხედველობადაქვეითებულ ადამიანთა ცხოვრება და პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან

გამოწერა
22-დან 28 ივნისის ჩათვლით საქართველოში უკვე მეორედ, ყრუ–უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეული იმართება.

ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ და არ ესმით. მათი საჭიროებები გაცილებით დიდია და ეს საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას მოითხოვს. რა პრობლემებს აწყდებიან ყრუ–უსინათლო პირები საქართველოში, რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ, ამის შესახებ ყრუ–უსინათლო პირთა ექსპერტი მაცაცო ხაჭაპურიძე გვესაუბრა.

© photo: courtesy of Matsatso Khachapuridzeმაცაცო ხაჭაპურიძე
სმენა- და მხედველობადაქვეითებულ ადამიანთა ცხოვრება და პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან - Sputnik საქართველო
მაცაცო ხაჭაპურიძე

- მე თვითონ ვარ ყრუ-უსინათლო პირი, რისი გამომწვევი მიზეზიც არის ე.წ. ვოლფრამის სინდრომი. ცნობიერება ყრუ-უსინათლო პირებთან დაკავშირებით საქართველოში ძალიან დაბალია. ვერც კი ხვდებიან რა ტიპის, რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი. ყრუ-უსინათლო პირის ცხოვრება განსხვავდება მხოლოდ ყრუ, ან მხოლოდ უსინათლო პირის ცხოვრებისაგან, რადგან ყრუ-უსინათლო ადამიანებს აქვთ მეტი შეზღუდვა და მათი კომპენსირების ნაკლები შესაძლებლობა. ადამიანები ვერც კი ხვდებიან რა იწვევს ამას. სიყრუეს და უსინათლობას იწვევს სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის ვოლფრამის სინდრომი, აშერის სინდრომი, რომელიც საქართველოში ძალიან იშვიათია.

საქართველოში 2018 წელს შეიქმნა ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი კლუბი, რომელიც ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ყრუ-უსინათლო პირთა კლუბები ფონდ HumanDoc-ისა და პოლონური დახმარების მხარდაჭერით შეიქმნა, მუშაობენ საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა აღრიცხვისა და მათი მხარდაჭერის კუთხით. კლუბები ფუნქციონირებს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

© photo: courtesy of Ketevan Mchedlishviliმაცაცო ხაჭაპურიძე
სმენა- და მხედველობადაქვეითებულ ადამიანთა ცხოვრება და პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან - Sputnik საქართველო
მაცაცო ხაჭაპურიძე

- რამდენი ყრუ-უსინათლო ადამიანია საქართველოში, არსებობს სტატისტიკა?

- სამწუხაროდ, ყველა არ არის აღრიცხული. ოფიციალური ინფორმაციით არის 200 ადამიანი, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია, დაახლოებით 700 კაცამდე მაინც იქნება. რეალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ შეიქმნა ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი კლუბები და, როგორც გითხარით, მათი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერა, მათი ადვოკატირება და სხვ.

© photo: courtesy of Matsatso Khachapuridzeმაცაცო ხაჭაპურიძე
სმენა- და მხედველობადაქვეითებულ ადამიანთა ცხოვრება და პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან - Sputnik საქართველო
მაცაცო ხაჭაპურიძე

- რა პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებაში ყრუ-უსინათლო პირები?

- როგორც გითხარით, ყველაზე დიდი პრობლემაა ცნონიერების არარსებობა. ბევრს წარმოდგენა არ აქვს მათ შესახებ – რა შეზღუდვები და საჭიროებები აქვთ სრულიად ყრუ-უსინათლო ადამიანებს. ისინი განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან. ბოლო პერიოდში მათ მხარდასაჭერად დატრენინგდნენ თარჯიმან–მეგზურები. ამ ადამიანებმა გაიარეს ტრენინგები, დაეუფლენ კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებსა და ყრუ-უსინათლო პირთან ერთად უსაფრთხოდ გადაადგილების ტექნიკას. თარჯიმან–მეგზურის ვალია იყოს ყრუ-უსინათლო პირის „ყური და თვალი“. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია დედაჩემი. უკვე ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ყრუ-უსინათლო პირთა მხარდასაჭერად. თარჯიმან–მეგზურები ეხმარებიან ყრუ-უსინათლო ადამიანებს ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში, დაყვებიან ბანკში, პოლიკლინიკაში და ა.შ.

პოლონელებმა საქართველოში შემოიტანეს ლორმის ენა. ეს არის უნიკალური ენა ყრუ-უსინათლო პირებთან კომუნიკაციისთვის. ხელის გულზე თითებით, ჟესტებით ხდება ინფორმაციის გადაცემა. ეს ენა შეიქმნა 100 წლის წინ გერმანიაში ლექტორი ლორმის მიერ. საქართველოში კი შეიქმნა ქართული ანბანის მიხედვით.

© photo: courtesy of Matsatso Khachapuridzeმაცაცო ხაჭაპურიძე
სმენა- და მხედველობადაქვეითებულ ადამიანთა ცხოვრება და პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან - Sputnik საქართველო
მაცაცო ხაჭაპურიძე

- საქართველოში მიმდინარეობს ყრუ-უსინათლოთა ცნობიერების ამაღლების კვირეული. რა არის ამ კვირეულის მიზანი?

- ყრუ-უსინათლოთა ცნობიერების ამაღლების კვირეული წელს მეორედ ტარდება საქართველოში. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო კვირეული ონლაინ იმართება.

კვირეული 22-დან 28 ივნისის ჩათვლით გაიმართება, რომელიც ეძღვნება ჰელენ კელერის, ცნობილი ყრუ-უსინათლო მწერლისა და სამოქალაქო აქტივისტის დაბადებისა (1880 წლის 27 ივნისი) და გარდაცვალების (1968 წლის 1 ივნისი) თარიღებს. ის იყო პირველი ერთდროულად უსინათლო, სმენადაქვეითებული და მუნჯი ქალი, რომელმაც მიიღო განათლება და სამეცნიერო ხარისხი.

კვირეულის ფარგლებში 26 და 28 ივნისს ანტიდისკრიმინაციულ სემინარს zoom-ის საშუალებით წარმართავენ თბილისის ყრუ–უსინათლო პირთა მხარდამჭერი კლუბის წარმომადგენლები ქეთევან მჭედლიშვილი და ელენე პაიჭაძე. შეხვედრას დავესწრები მეც. ანტიდისკრიმინაციული სემინარი ტარდება სპეცპედაგოგებისთვის, პედაგოგებისთვისა და მშობლებისთვის. ჩვენ ყველას გავუგზავნეთ პრეს-რელიზი და მსურველები ჩაერთვებიან სემინარში.

- რა მოლოდინი გაქვთ, რა შედეგს გამოიღებს კვირეული?

- პირველ რიგში ამაღლდება ცნობიერება, რომ ვარსებობთ. მიმდინარეობს ტერმინის „ყრუ-უსინათლოს“ დამკვიდრება. ზოგს არ სიამოვნებს, ყრუ-უსინათლოს რომ უწოდებ, ძალიან ფიცხდებიან. კიდევ ვიმეორებ, ყრუ-უსინათლო ეს არ ნიშნავს სრული ყრუ და სრული უსინათლო ტოტალურად იყოს. ყრუ–უსინათლო პირს აქვს ოთხი სხვადასხვა ტიპი. ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რათა გავარჩიოთ ერთმანეთისგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0