საია: სასამართლო განაჩენმა ხორავას ქუჩის საქმეზე უფრო მეტი კითხვა გააჩინა

© FB / GYLAსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენი არც ერთი მხარისთვის არ არის მისაღები, განუცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „Sputnik–საქართველოს“.

„ფაქტია, რომ ეს არის განაჩენი, რომელიც ალბათ არც ერთი მხარისთვის არ არის მისაღები და ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ დაასაბუთებს მას სასამართლო“, – აღნიშნა სულხან სალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ძალიან რთულია რაიმე შეფასების გაკეთება, მაგრამ ფაქტია ერთი რამ, რომ ის სახელმწიფო ბრალდება, რომელიც იყო წარდგენილი, ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის თანახმად, არ იქნა გაზიარებული.

საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

„შესაბამისად, ამ ეტაპზე ძალიან რთულია დამატებით თქმა, რატომ მოხდა, რამდენად კარგად იმუშავა პროკურატურამ, მაგრამ ფაქტია, რომ განაჩენი, რომელიც დღეს სასამართლომ გამოაცხადა, ეს არის ის, რასაც არავინ ელოდა, ვგულისხმობ სასამართლო პროცესის მონაწილეებს“, — განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ უფრო მეტი კითხვები გაჩნდა.

„ფაქტია, რომ ამ საქმეზე მანამდეც იყო მუდმივად საუბარი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გარკვეული მტკიცებულებების დაკარგვას ან განადგურებას, ან გავლენიანი პირების კავშირს ან მონაწილეობას ამ საქმეში, დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალური ხდება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0