„პროფილი“ სატელევიზიო ეთერს ტოვებს

© FB/ Maya Asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობია როდის დაუბრუნდება ეთერს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ხანგრძლივი თოქ-შოუ.

თბილისი, 22 თებერვალი —Sputnik. ტელეკომპანია Rustavi2-ის გადაცემა „პროფილი“ დროებით ეთერში აღარ გავა, ნათქვამია გადაცემის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თოქ-შოუ „პროფილის“ ინფორმაციით, ეთერი გაურკვეველი ვადით შეჩერდა მისი წამყვანის მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო.

„სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებული ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე განმარტებულია, რომ თოქ-შოუ ეთერს მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაუბრუნდება.

„პროფილი“ ჟურნალისტ მაია ასათიანის საავტორო გადაცემაა და ის 2007 წლიდან მისი უცვლელი წამყვანია. 2017 წლის თებერვალში თოქ-შოუ ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალების გამო რამდენიმე თვით — მაისამდე შეჩერდა.

გადაცემა „პროფილი“ 2007 წელს ტელეკომპანია „მზის“ ეთერში გადიოდა, 2008 წლიდან კი Rustavi 2-ზე გადის.

„პროფილი“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რეიტინგული შოუა ქართულ ტელესივრცეში.

ყველა ახალი ამბავი
0