ქალი მზით განათებულ მინდორში

მადლიერება კეთილი ჯადოქარი, რომელიც ბევრს აკეთებს

2083
(განახლებულია 19:13 30.01.2018)
ბიზნეს–ტრენერი, ლექტორი, მარკეტერი ლიკა ოხანაშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს მადლიერების გრძნობაზე, როგორც შესაძლებლობაზე დაამარცხოს გარშემო ნეგატივი და გააღვივოს სიკეთე, სიყვარული და წარმატება.

მადლიერება მაგიაა, ერთ–ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, თუ მას სათანადოდ გამოვიყენებთ.

ლიკა ოხანაშვილი
ლიკა ოხანაშვილი

როცა შეგვიძლია ვიგრძნოთ ჭეშმარიტი მადლიერება, როცა ვსუნთქავთ მადლიერებით – ჩვენი ცხოვრება თითქოსდა რაღაც ჯადოქრობის ძალით იცვლება. ჩვენ ვხდებით უფრო ღია, გახსნილი და მზადმყოფი სიკეთის მისაღებად, ხოლო სამყარო იწყებს ამ სიკეთის უხვად გაცემას… მაგრამ, როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ ენერგიას?

— გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუ ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს გვახსენდება?

— ვართ მადლიერი ღრმა მშვიდი ძილისთვის, თუ ის მხოლოდ მაშინ გვახსებდება, როცა უძილობა დაგვტანჯავს?

— ვამჩნევთ თუნდაც, ვთქვათ, შუქის არსებობას, როცა ის ანათებს, თუ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა გამოირთვება?

თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის წუწუნებს იმაზე, რაც არა აქვს ცხოვრებაში და არასდროს არ არის მადლიერი იმისთვის, რაც გააჩნია.

მადლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვის მიმართაც გამოვხატავთ, არამედ – თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ მადლობის გადახდით ვაბიჯებთ საკუთარ „ეგოს”, ვაცნობიერებთ სხვების მნიშვნელობას, მოტივაციას ვუქმნით მათ და, რაც მთავარია, ხელს ვუწყობთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

იმედგაცრუება რომ იმედგაცრუებაა, მასაც უნდა ვუმადლოდეთ ბევრ რამეს.

ერთი საინტერესო იგავ-არაკი მინდა გავიხსენო: „ერთხელ ერთი მოგზაური ინდოეთში ჩავიდა. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ნახა, რომ სპილოების მომვლელს სპილოები პატარა თოკით ჰყავდა დაბმული. გაკვირვებულმა მოგზაურმა იკითხა: ეს თოკი ხომ ძალიან პატარაა ამხელა სპილოებისთვის, რატომ არ იწევიან და არ წყვეტენ? ამაზე მომვლელმა უპასუხა: როდესაც სპილოები პატარები იყვნენ და ამ თოკით დააბეს, მათ რამდენჯერმე სცადეს გაწევა და გაქცევა, თუმცა — უშედეგოდ. თანდათან მიეჩვივნენ, რომ დაბმულები არიან. მართალია გაიზარდნენ და ახლა მათ ეს თოკი ვეღარ დაიჭერს, მაგრამ ისინი თავს ისევ დაბმულად თვლიან და არ ცდილობენ გაქცევას“.

ასე ხდება ადამიანის ცხოვრებაშიც იმედგაცრუების ჟამს. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ თუ რაღაც ერთხელ არ გამოგვდის, ეს არასდროს გამოგვივა. არადა ყოველი იმედგაცრუება ზრდის ადამიანს და აძლევს მეტ ძალასა და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში მომხდარ იმედგაცრუებასაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვიზრდებით.

დახმარების ვალდებულება არავის გააჩნია. დახმარება, ყურადღების გამოჩენა, ზრუნვა – ეს ყველაფერი ადამიანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ ჩვენთვის.

რაც მთავარია, თუ თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ხართ მსოფლიოს უამრავ ადამიანზე ბედნიერი, რადგან:

იცით კითხვა;

გაქვთ კომპიუტერი ან ტელეფონი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა;

გაქვთ მხედველობა;

გაქვთ განწყობა, წაიკითხოთ ეს სტატია.

ეს ყველაფერი არ არის სრული ჩამონათვალი იმისა, რაც შეიძლება გაგაჩნდეთ ბედნიერებისთვის, მაგრამ არ აფასებდეთ, და ხართ კი თქვენ ცხოვრების მადლიერი ამ ყველაფრისთვის?!

იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, თუნდაც უბრალოდ გამოჩენილი ყურადღებისთვის გადაუხადოთ მადლობა სხვებს. დაფიქრდით, რამდენი ადამიანისთვის შეგიძლიათ მადლობის გადახდა? თუნდაც იმიტომ, რომ ისინი თქვენ ცხოვრებაში არსებობენ. დაინახეთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა და, რაც მთავარია, უთხარით მათ ეს.

შექმენით პოზიტიური ურთიერთობები თქვენ ირგვლივ, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგეხმარებათ.

ახლა, ამ წუთს, გაიხსენეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი გაუკეთებია. შემდეგ დაელაპარაკეთ — გადაუხადეთ მადლობა.

ყოველდღე პატარა სიკეთისთვისაც გადაუხადეთ მადლობა გარშემომყოფებს, თუნდაც უცხო ადამიანებს, რომლებიც ელემენტარულ სიკეთეს აკეთებენ თქვენთვის.

გაუღიმეთ! ხშირად გაუღიმეთ!

გაუღიმეთ პოზიტივის სანაცვლოდ, ყურადღების სანაცვლოდ, დახმარების სანაცვლოდ. იმისთვის, რომ ისინი უბრალოდ არსებობენ თქვენ ცხოვრებაში.

დღის ბოლოს გაიხსენეთ მხოლოდ ამ ერთ დღეში რამდენმა ადამიანმა მოგიკითხათ, გაგიღიმათ, გამოყო თქვენთვის დრო, გააკეთა რაიმე თქვენ გამო, მოგისმინათ, დაგეხმარათ, გირჩიათ….

დათვალეთ, რამდენი კარგი ადამიანი გყავთ ირგვლივ, რომელთა მიმართაც შეიძლება მადლიერებას ვერ გრძნობდეთ, რადგან ჩვენ ხშირად ვალდებულად ვთვლით სხვებს, გააკეთონ ჩვენთვის რაიმე.

და აუცილებლად უთხარით მათ… ერთი მარტივი სიტყვა:

„მადლობა“

მისწერეთ, დაურეკეთ, უთხარით… ჯადოსნური სიტყვა…. მხოლოდ „მადლობა“!

თქვენ ნახავთ, რომ გამოიწვევთ ამ ადამიანების მადლიერებას, მადლიერებას თქვენი მადლიერებისთვის.

ის ადამიანებიც გადაუხდიან სხვას მადლობას…

ადამიანი, რომელიც ამ სიტყვას ამბობს, კეთილი ჯადოქარია, რომელიც აკეთებს ძალიან ბევრს მხოლოდ ამ ერთი სიტყვით.

და, ბოლოს: მადლობა, რომ ამ პუბლიკაციის წასაკითხად დრო გამონახეთ!

2083
ტელევიზორის წინ

შვიდი საუკეთესო სააღდგომო ფილმი მთელი ოჯახისთვის

402
(განახლებულია 09:00 01.05.2021)
კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე როგორც ახალი წლის, აღდგომის დღესასწაულებსაც ბევრი ჩვენგანი სახლებში გაატარებს. კიდევ ერთხელ მოგვეცემა საკუთარ თავებთან და ოჯახებთან განმარტოების საშუალება, თანაც ისეთ სასწაულ დღეს, როგორც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.

ბევრი ჩვენგანი ამ დღეს ძირითადად კვერცხების გატეხვაში ვატარებთ, მაგრამ არც კარგ ფილმებზე ღირს უარის თქმა. სააღდგომო ვახშმის, წითელი კვერცხებისა და სურნელოვანი პასკის დაგემოვნების შემდეგ ჩაუსხედით და შეიქმენით სააღდგომო განწობა.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ შვიდ საუკეთესო სააღდგომო ფილმს იესო ქრისტესა და ქრისტიანობის შესახებ.  ეს ფილმები უმეტესად ბიბლიის ვიზუალური ინტერპრეტაციაა, რომლებიც კიდევ ერთხელ ჩაგაფიქრებთ, გაგაღიმებთ, ცრემლებს მოგგვრით. ყველა ფილმი შესაძლებელია უშუალოდ ჯვარცმასა და აღდგომას არ ეხებოდეს, თუმცა მათი თემატიკა სწორედ რომ ამ იდეას შეეხება.

1. Silence - სიჩუმე                              

 IMDB - 7.2

მე-17 საუკუნეში ორი პორტუგალიელი მისიონერი, მამა სებასტიან როდრიგესი და მამა ფრანცისკო გარუპე იაპონიაში გაემგზავრებიან, რომ დაკარგული მენტორი იპოვონ. მოგზაურობისას ისინი მალულად დაიწყებენ ქრისტიანობის გავრცელებას იაპონიის სოფლებში. ბერები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. მარტინ სკორსეზეს ფილმი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

2. The Last Temptation of Christ - ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება                           

IMDB – 7.5

ფილმში ნაჩვენებია იესო ნაზარეველის ცხოვრების უკანასკნელი დღეები. ფილმმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას და გადაღებულია არა სახარების, არამედ ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანის მიხედვით. წიგნი ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი.

ფილმი  მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარად ითვლება. რეჟისორი ცდილობს იპოვოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდებოდა, იესოს მიწიერი ცხოვრება რომ აერჩია, ექორწინა მარიამ მაგდალინელზე და დიდხანს ეცხოვრა ადამიანური ცხოვრებით. 

3. Kingdom of Heaven - ზეციური სამეფო

IMDB – 7.2

ფილმში აღწერილია შუასაუკუნეები, ჯვაროსნული ლაშქრობების, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის 200 წლიანი ბრძოლების ეპოქა.  მთავარმა გმირმა ოჯახიც დაკარგა და რწმენაც შეერყა. მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ ომებთან შორეულ წმინდა მიწაზე მანამდე, სანამ იგი უზარმაზარი დრამის მონაწილე არ გახდება.

4. The Passion of Christ – ქრისტეს ვნებანი

IMDB – 7.2

მელ გიბსონის ფილმში გაცოცხლებულია ქრისტეს ცხოვრების ბოლო 12 საათი, სადაც რეალისტურადაა ასახული მაცხოვრის წამების სცენები. ამ სცენებისთვის რეჟისორმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან.

მეტი დამაჯერებლობისთვის გიბსონმა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს აიძულა ნამდვილი ჯვარი ეტარებინა და მათრახის დარტყმები ეგრძნო. ჯვარცმის სცენაც კომპიუტერული გრაფიკის გარეშე, მხოლოდ გრიმით გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ გიბსონის ფილმი მსოფლიოს კინემატოგრაფიის მოვლენად იქცა, მნიშვნელოვანი პრემიები მაინც ვერ დაიმსახურა.

5. The Ten  Commandments - ათი მცნება

IMDB – 7.0

ფილმი მოგვითხრობს ბიბლიის ცნობილ პერსონაჟზე, მოსეზე, რომელსაც ღმერთმა მნიშვნელოვანი მისია დააკისრა. ფილმი მოსეს ისტორიას მოგვითხრობს და მის ბრძოლას საკუთარ ძმასთან, ეგვიპტის ფარაონთან.  რწმენის ეს ისტორია ბრწყინვალე სპეცეფექტებმა კიდევ უფრო გაამდიდრა და გაალამაზა.

6. The Matrix - მატრიცა

IMDB – 8.7

დიახ, ნამდვილად არ მოგჩვენებიათ. სააღდგომო ფილმების სიაში ადგილი მატრიცასაც ერგო, რადგან ფილმის ავტორები მიიჩნევენ, რომ მთავარი გმირი ნეო იესო ქრისტეს განასახიერებს.

თომას ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი - ჰაკერი, სახელად ნეო. ნეო  ფიქრობს, რომ მის კითხვაზე „რა არის მატრიცა” პასუხი აქვს მორფეუსს, სამყაროში ყველაზე საშიშ ადამიანს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ნეოს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა უწევს.

7. Risen - ამაღლება

IMDB – 6.3

ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონია. მას გააგზავნიან,  რათა გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს, იპოვნოს მესიის სხეული. ფილმის სიუჟეტი არა თავად იესოს პერსონაზე, არამედ მისი რწმენის აღმოჩენის ისტორიაზეა.

 

 

 

402
ვაქცინა

AstraZeneca-ს წარმომადგენლობა: ვაქცინის გამოყენების სარგებელი ბევრად აჭარბებს რისკს

212
(განახლებულია 16:21 02.04.2021)
AstraZeneca-ს საქართველოს წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ პაციენტის უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში, იუწყება „პირველი არხი“  AstraZeneca-ს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 8 909 ადამიანი აიცრა, მათგან კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს  ვაქცინით 6 893 ადამიანია აცრილი, ხოლო 2 016 პირი -  Pfizer-ით.

AstraZeneca-ს საქართველოს წარმომადგენლობის მტკიცებით, პაციენტის უსაფრთხოება AstraZeneca-ს  მთავარ პრიორიტეტად რჩება და კომპანიას აქვს ეფექტური და მოქნილი პროცესები გვერდითი მოვლენების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების მიზნით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში უზიარებენ მარეგულირებელ ორგანოებს მთელ მსოფლიოში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა: თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ნანემსარის შეშუპება, სიწითლე, ტკივილი, მიეკუთვნება ვაქცინაციისათვის დამახასიათებელ მოვლენებს, საშუალო სიმძიმისაა და რამდენიმე დღეში გაივლის.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს რეაქციები ნაკლები სიხშირით გამოვლინდა ასაკობრივ ჯგუფში (≥65 წელს ზემოთ). ორი დიდი კლინიკური კვლევის და რეალურ მტკიცებულებათა (RWE) მონაცემები აჩვენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმის შესახებაც გააკეთა კომენტარი  და განაცხადა, რომ ბაქრაძის საკითხის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებაა და მოკვლევის შედეგების შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 18 მარტს ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ მეორე დღეს თბილისში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ამჟამად მისი გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ და უახლოეს მომავალში მზად იქნება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში სერიოზული გვერდითი გართულება დაფიქსირდა, მათგან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი - რეანიმაციული ღონისძიებები.

212
მთები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მაისი

0
(განახლებულია 09:21 08.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

ეს დღე სიყვარულს უნდა მიუძღვნათ და არა ომსა და მტრობას. გრძნობები გამძაფრებული იქნება, რაც სიყვარულისთვის ძალიან კარგია, მაგრამ კამათისა და ჩხუბისთვის, რა თქმა უნდა – არა. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ თუ საქციელმა დიდი წყენა შეიძლება მოიტანოს. გადაწყვეტილებებს დღეს გული მიიღებს, რომელსაც რეალური გრძნობები სჭირდება, და არა – გონება.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის შეიძლება დაირღვეს. მოგინდებათ გრძნობებზე აყოლა, მაგრამ ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ. ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, ხანდახან სერიოზული წინაღობების გადალახვა მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები ბევრ სფეროშია შესამჩნევი. იყავით შეუპოვარი და ეცადეთ, არ დაკარგოთ საკუთარი ძალების რწმენა. თუ ხელებს არ ჩამოუშვებთ პირველივე ბარიერის დანახვისას, ყველაფერი გამოგივათ.

კურო: საჭიროა თანამიმდევრულად მოქმედება და ქაოსისთვის თავის არიდება. აჩქარება შეცდომების მიზეზი შეიძლება გახდეს. დრო უნდა გამონახოთ სიტუაციაში გასარკვევად და სხვადასხვა ვარიანტის განსახილველად. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ასე შეძლებთ მოსალოდნელი ხარვეზებისთვის გვერდის ავლას. საღამოს დაისვენეთ და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპი: დღეს მაქსიმალურად გაძლიერდება შემოქმედებითი მისწრაფებები და თუნდაც არ იყოთ ხელოვნების სფეროში დაკავებული ადამიანი, ეს პოტენციალი თქვენში აუცილებლად გაიღვიძებს. ამას გარდა, მოსალოდნელია ურთიერთობები ძალზე საინტერესო ადამიანებთან და საინტერესო თემებზე. ასევე ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი. ეს დიდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი: საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რაც კარგად აისახება როგორც თქვენს კარიერაზე, ასევე ცხოვრებაზე ზოგადად. ასევე სასარგებლო იდეის მაგივრად შესაძლებელია ძალიან საინტერესო ნაცნობობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომანტიკული შეხვედრა იყოს, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ეს ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი დღე გელოდებათ და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი: დღეს ახალი საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის შესაძლებლობა გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა ან გაცნობა რომანტიკული ხასიათისა აღმოჩნდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს. მთლიანობაში დღე ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო გელოდებათ. ხოლო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ, ენდეთ ინტუიციას, რომელიც დღეს საკმაოდ გამძაფრებული გექნებათ.

ქალწული: დღეს თქვენი მთავარი ძალა და იარაღი თქვენი სისუსტეები იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფებს „დაატერორებთ“, უნარი, რომ მიზანს ყველანაირი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამასთან, თავად თქვენ მოგეჩვენებათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივი რამაა. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ტირანად შეიძლება იქცეთ ოჯახში.

სასწორი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეიძლება ათასჯერ შეგეცვალოთ – მხიარულება მოულოდნელად „მოქუფრულმა“ ფიქრებმა ჩაანაცვლოს, თუმცა ერთი–ორ წუთში ამ ღრუბლებიდან ისევ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ემოციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს. ასევე აჯობებს, თუ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას გადადებთ, ან გადააბარებთ იმას, რომლის განწყობა დღეს ჭირვეულობით არ გამოირჩევა.

მორიელი: დღეს თქვენში ტალანტი გაიღვიძებს: ნებისმიერი ბუზი, რომელიც გვერდით ჩაგიფრენთ, სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ხან რა გაგაღიზიანებთ და ხან – რა. თუ არ გინდათ, ბუზღუნასა და აბეზარას სახელი დაგერქვათ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ნეგატივს, გარშემომყოფების ნაკლოვანებებს. სამაგიეროდ შესანიშნავად გაართმევთ თავს იმ საქმეებს, რომლებშიც წვრილმანებისადმი ყურადღებაა საჭირო – სჯობს, სწორედ ასეთ საქმეებს დაუთმოთ დრო.

მშვილდოსანი: დღეს გული დიდი და ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვვაში, თუ ასეთ ადგილას არ აღმოჩნდებით და ვერც ყურადღების ცენტრში მოექცევით, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი რეაქცია ირგვლივ მყოფების მხრიდან გამოსროლილ ირონიულ შენიშვნებზე ორმაგად მწვავე იქნება.

თხის რქა: მუდმივად მოგიწევთ სახლის საქმეებზე და საზრუნავზე ყურადღების გადატანა. ეს კარგიცაა – დროა, მიხედოთ საშინაო საქმეებს და სხვა საკითხები კი გადადოთ. მაინც არ გელოდებათ რამე გრანდიოზული გარღვევები და შედეგები საქმიანობაში. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ყურადღება არ დაუთმოთ წვრილმანებს, მცირე უსიამოვნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე მოგიწევთ „ჩაციკლვა“.

მერწყული: გაუგებრობებით სავსე დღეა და ამის მიზეზი თვითონ თქვენი არათანმიმდევრულობა იქნება. დღეს გაცნობიერებულად მოგინდებათ წესების დარღვევა, შეიძლება სხვადასხვა წვრილმანმა მიიქციოს თქვენ ყურადღება, ისეთმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. ამან შეიძლება ისე გაგიტაცოთ, რომ გასაკეთებელი საქმეები საერთოდ დაგავიწყდეთ, ამით კი თქვენი გეგმები დაირღვევა და კალაპოტიდან ამოვარდებით.

თევზები: თქვენში ყველაფერ მშვენიერსა და ლამაზზე განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს და ეს მშვენირი, პირველ რიგში, ფულია. ძალიან დიდია დღეს იმის ალბათობა, რომ თუ საგაძური, არა, რამე ძველი ყუთი მაინც იპოვოთ და ამან დაგაინტერესოთ. შემოსავლებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს საკვებია – არის დიდი შანსი, რომ გაძლიერებული მადის გამო ფიგურას ზიანი მიაყენოთ.

0