საქართველო „ევროვიზიაზე“ იმიტომ ვერ იმარჯვებს, რომ...

© photo: Collage The Voice of the CapitalЕвровидение в Украине
Евровидение в Украине - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ თემაზე დღეს ყველა კამათობს: პროფესიონალიც და მოყვარულიც, მუსიკალური სმენის მქონეც და უსმენოც...

მაინც რა არის ის, რის გამოც საქართველო (საბავშვო „ევროვიზიისგან“ განსხვავებით), დიდების „ევროვიზიაზე“ ვერ იმარჯვებს — პროფესიონალიზმი, შოუს ნაკლებობა, აქტუალობა თუ ის ინტრიგა, რასაც ეს საერთაშორისო კონკურსი მომღერლისგან ითხოვს? თუ მასზე გამარჯვების განმსაზღვრელი ძირითადად მაინც პოლიტიკური ფაქტორია? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ორ პროფესიონალს ვთხოვეთ. კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს, რომელიც ერთნაირად ხარისხიან კლასიკურ და პოპ-მუსიკას ჰქმნის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე და გიო ნიკოლაძეს, რომლის შემოქმედებაც ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციით და ვისთვისაც შოუს მომენტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2017: საქართველო კონკურსის ფინალში ვერ გავიდა

- ბატონო ოთარ, თქვენ როგორც პროფესიონალი, რით ახსნით საქართველოს წარუმატებლობას დიდების „ევროვიზიაზე“?

— პოლიტიკური მომენტი რასაკვირველია, თავისთავად არის, როცა 4 წლის წლით შვედეთის სახელით მომღერალი ლორენი გამოვიდა და ცნობილი ჰიტი შეასრულა, თითქოს ახალი არაფერი იყო, მაგრამ იგი იმდენად დახვეწილად იყო მოტანილი თავისი დადგმით, მუსიკალობით, ზომიერებით, რომ იმ წუთას ვთქვი, თუ სამართალია, ფინალში ეს უნდა გავიდეს მეთქი და ასეც მოხდა. მან თავის მომდევნო შემსრულებელს ბევრი ქულით გაუსწრო. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში პირველ რიგში, უნდა გააკვირვო მაყურებელი: მაგალითად დადგმით, რომელიც მუსიკასა და პროფესიონალიზმთან იქნება შერწყმული. ყველაფერი ზომიერად და გემოვნებიანად უნდა იყოს მოწოდებული. თუმცა ზოგჯერ ესეც ირღვევა, ზოგჯერ ისეთები გავიდნენ, რომ ვერაფერი გავიგე…

- კონჩიტა ვულფს გულისხმობთ თუ…

— კარგია, რომ კონჩიტა გამახსენეთ, ამ კონკურსზე ალბათ აქტუალურობის მომენტიც უნდა გაითვალისწინო. ისეთი საუკუნე დადგა, რომ ხალხს იმდენად ხელოვნება არ აღელვებს, რამდენადაც სენსაციას ელოდებიან, მათ რაღაც უნდა გაუკვირდეთ. არ შეიძლება, მაგალითად იმის გაკეთება, რაც ადრე „შინმა“ გააკეთა, როცა მარიკო ებრალიძე წაიყვანა და ამ კონკურსზე ძალიან ჩახლართული ნომერი გაიტანეს. იქ ერთი მოსმენით უნდა გააოცო და აღაფრთოვანო ხალხი, რომელთა შორის ყველა დახვეწილი მსმენელი არ არის. მსოფლიოში არიან საშუალო, დაბალი, მაღალი გემოვნების მსმენელები და სიმღერა ყველა მათგანზე უნდა გათვალო. არის ისეთი სიმღერები, რომლებსაც სამჯერ თუ ოთხჯერ რომ მოისმენ, „მუღამს“ მერე უგებ. ამ კონკურსისთვის ისეთი სიმღერა უნდა დაიწეროს, რომ პირველი მოსმენისთანავე მოიტანოს ემოცია.

- წლევანდელ „ევროვიზიაზე“ წარმოდგენილ ქართველ მომღერალზე რას იტყვით?

— თაკო გაჩეჩილაძე შესანიშნავი მომღერალია და კარგადაც გამოვიდა. ის რაც თაკომ იმღერა, თითქოს ეფექტურიც იყო, მაგრამ მუსიკალურად სამწუხაროდ ახალი სიტყვა არ იყო. ვიმეორებ: „ევროვიზიის“ მაყურებელი ითხოვს, რაღაცით გააკვირვო. მე თაკოს ძალიან ვგულშემატკივრობდი, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თანაც, ჩემი სიმღერა „თბილისო, გეტრფი“ მისი ერთ-ერთი ჰიტია.

- ბატონო ოთარ, რას ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდს, რაც გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობაა?

— რათქმაუნდა, ქვეყნის სერიოზულ მხარდაჭერა აუცილებელია. ამას მსოფლიოში ქვეყნის პიარი სჭირდება, იმისთვის, რომ შენს შემსრულებელს ხმები მისცენ. საჭიროა, დიასპორებსა და საელჩოებს ხმა მივაწვდინოთ. როცა გადავხედე მაგალითად ლორენის გამოსვლას, დავრწმუნდი, რომ ამ კონკურსისთვის მთელი ქვეყანა ემზადებოდა. კონკურსზე გასატანი სიმღერის ათი ქავერი მაინც არსებობდა, ზოგი კლასიკურ, კამერულ ორკესტრთან ერთად შესრულებული, ზოგი სულ სხვაგვარად, მოკლედ ეს მუსიკა აპრობირებას გადიოდა. ჩვენთან კი ცუდი ის არის, რომ ამ საქმეში საზოგადოების ნაკლები ჩართულობაა.

თამარ გაჩაჩილაძე - Sputnik საქართველო
გაჩეჩილაძე: "ევროვიზია" ჩემი ღირსი არ იყო

- რამდენადაც ვიცი, თქვენი ერთი სიმღერა იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას…

— როცა „ევროვიზიაზე“ ჩვენი პირველი მონაწილე, სოფო ხალვაში წავიდა, მანამდე ფინალში ხუთი სიმღერა გავიდა და ამათგან ერთ-ერთი მართლა იყო ჩემი სიმღერა, რომელიც იმარჯვებდა, ხალხი წინასწარ მილოცავდა. თუმცა ერთმა ახლობელმა გამაფრთხილა, რომ წინასწარ იცოდე, შენს სიმღერას ჩააგდებენო. ჰოდა, ზუსტად ასე მოხდა! ასეთი რამ იმიტომ ხდება, რომ ჩვენში პროფესიონალებს ანგარიშს არ უწევენ. მარიკო „ევროვიზიაზე“ რომ წაიყვანა „შინმა“, რაც მაშინ შეასრულეს, ის სიმღერა არ იყო ასეთ კონკურსზე წასაღები. თან მარიკოც არ აჩვენეს ისე, როგორც მისი მონაცემების მქონე მომღერალს ეკადრება. როცა ახლახან ჩემი ინგლისურენოვანი სიმღერა დავდე, ისეთი ბუმი მოჰყვა, რომ მას 700 გაზიარება ჰქონდა. მოკლედ, სანამ ამ საქმეში სერიოზული პროფესიული ჩართულობა არ იქნება, სხვა შედეგს ვერ მივიღებთ.

გიო ნიკოლაძე:

-ბატონო გია, თქვენ, როგორც ბევრი ჰიტისა და საინტერესო შოუს დამდგმელი როგორ ფიქრობთ, საქართველო, რომელსაც ამდენი ნიჭიერი ხელოვანი ჰყავს, რატომ ვერ იმარჯვებს „ევროვიზიაზე“?

— იმიტომ, რომ ჩემი ტექსტები არ მიაქვთ!… იქ გასატანი სიმღერისთვის მე ისეთ ტექსტებს დავწერ, რომ საქართველო ევროპაში, როგორც ბევრისთვის ახალი და საინტერესო ქვეყანა პოპულარული გახდება. მე ინგლისურად არ ვწერ, მაგრამ ტექსტს ვათარგმნინებ.

- რა ტექსტს გულისხმობთ ასეთს, რომ ფრანგიც, იტალიელიც და შვედიც ერთნაირად გაიგებს და აღფრთოვანდება?

— ასეთი ტექსტი უკვე დაწერილი მაქვს. ეს ტექსტი დედამიწაზეა და მას „დავინჩის კოდი“ ჰქვია. მისი ქართულად ამოხსნა უკვე მოფიქრებული მაქვს. საერთოდ ეს თემა დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. კიდევ ახალი მაქვს დაწერილი, რომელსაც „ლურჯი ფრინველი“ ჰქვია. დადგმითაც, დამიჯერეთ, სასწაულს დავდგამდი, იმიტომ, რომ ესენი, ანუ ის „სასტავი“, რომელიც ამ კონკურსზეა მიმაგრებული ერთი და იგივეს აკეთებს.

გია ნიკოლაძე - Sputnik საქართველო
გია ნიკოლაძის თბილისური ავტორიტეტი და ვასილ მჟავანაძესთან შეხვედრა ვერაზე

- ვის ამღერებდი, ანუ ვინ წარადგენდა ასეთი სიმღერით საქართველოს, როგორ ფიქრობთ?

— არ ვიცი, კონკრეტულად ვინ, მაგრამ ეს არა პოპულარული, მაგრამ ძალიან ლამაზი ადამიანი, ბავშვი ან ახალგაზრდა უნდა იყოს. კარგად რომ უნდა მღეროდეს —ეს უკამათოა. საქართველოს სახელით ვინც აქამდე გამოვიდა- ყველა კარგია, მაგრამ მე ტექსტზე მაქვს ლაპარაკი. ისეთი ტექსტი უნდა იყოს, რომ ყველაფერი ამოაყირაოს. ის, რაც ყველას ღმერთი ჰგონია, ქრისტიანსაც და მუსლიმსაც- არის დედამიწა, რომელიც ცოცხალია და მრგვალი ფორმისაა. ასეთი საინტერესო ტექსტია საჭირო იქ გასატანი სიმღერისთვის და მაშინ მას ყველა გაიგებს და მიიღებს…

შეგახსენებთ, რომ „ევროვიზიაზე“ საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. პირველად საქართველო სოფო ხალვაშმა წარმოადგინა. შემდეგ წლებში იყვნენ: დიანა ღურწკაია, (რომელმაც ქვეყანას ჯერჯერობით ყველაზე მაღალი შედეგი მოუტანა), სოფო ნიჟარაძე, “Eldrine”, ანრი ჯოხაძე, სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, მარიკო ებრალიძე და „შინი“, ნინი სუბლატი, ნიკა კოჩაროვი და ბოლოს თაკო გაჩეჩილაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0