სარემონტო სამუშაოები წყალსადენზე

ვაკის მოსახლეობის ნაწილი თითქმის ერთი დღის განმავლობაში უწყლოდ დარჩება

36
(განახლებულია 17:14 22.07.2021)
მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზად დასახელებულია გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექნიკური სამუშაოების გამო თითქმის ერთი დღე-ღამით უწყლოდ დარჩება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, GWP ვაკის რაიონში, ამირეჯიბის გზატკეცილის N6-თან წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულ პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 22 ივლისის 23:00 საათიდან 23 ივლისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონში – ნატახტარის, ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, იოსელიანის ქ.N 5, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, მუხაძის, დარიალის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, რადიანის, ჭავჭავაძის გამზ. N17, 19, 21, 23, 23ა, N25-N37, N40-N66, ჭავჭავაძის I შეს. ფალიაშვილის N31-N87, N34-N118, აბაშიძის N21-N87, N20-N86, რაზმაძის N41-N57, N50-N68, ყიფშიძის N7-N20 კორპუსებს. ვაკის პარკს, მზიურის პარკს, რამიშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობას, ფიტნეს კლუბ „ოკტობუს“, კორტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

36
თემები:
თბილისი დღეს (2087)
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა

თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში კვლავ იზრდება

70
(განახლებულია 15:19 03.08.2021)
ახალაშენებულ სახლებში ე.წ. შავი კარკასის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2021 წლის მეორე კვარტალში 2.311 ლარს შეადგენდა.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების ინდექსი 10,1%-ით გაიზარდა, ამასთან, წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები 0,4%-ით შემცირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.

„საქსტატის“ მონაცემებით, ახალი ბინების ფასები თბილისში მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, 1,3%-ით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა.

 

ბინების ფასები ახალ აშენებულ კორპუსებში თბილისში

უბანი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 4.178
ვაკე 3.660
საბურთალო 3.194
ჩუღურეთი 3.121
კრწანისი 3.043
დიდუბე 2.870
ნაძალადევი 2.605
ისანი 2.546
გლდანი 2.473
სამგორი 2.376

ფასების საშუალო კვარტალურმა ზრდამ ახალ კერძო სახლებზე დედაქალაქში 2,2% შეადგინა, ხოლო ერთ წელიწადში მათი ფასები 17,9%-ით გაიზარდა.

ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში

უბანი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
ვაკე 3.800
მთაწმინდა 3.460
საბურთალო 2.720
კრწანისი 2.500
ისანი 2.460
ჩუღურეთი 2.370
ნაძალადევი 1.890
დიდუბე 1.860
გლდანი 1.840
სამგორი 1.730

„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.311 ლარს, თეთრი კარკასი – 2.773 ლარს, მწვანე კარკასი – 3.139 ლარს. 2020 წლის მეორე კვარტალში ეს ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 1.909 ლარი, თეთრი – 2.291, მწვანე – 2.936 ლარი.

ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.

ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.

70
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
Tbilisi Energy–ს ბრიგადა

თბილისში ათასობით ოჯახი ერთი დღით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

58
(განახლებულია 21:39 02.08.2021)
გაზი არ მიეწოდებათ ასევე მაღაზიებს, სამედიცინო ცენტრებს, სამინისტროებს, სავაჭრო ცენტრებს, გაზგასამართ სადგურებს და ა.შ.

თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საბურთალოს რაიონის რამდენიმე უბანი, დაახლოებით 5,6 ათასი აბონენტი ხვალ, 3 აგვისტოს გაზის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებია, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.

  • კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება სამშაბათს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე.

საბურთალოზე, მათ შორის დიღომში, გაზის გარეშე დარჩება როგორც მოსახლეობის ნაწილი, ისე სხვადასხვა დაწესებულება. კერძოდ, გაზი არ მიეწოდებათ კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს, სამედიცინო ცენტრებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ.

ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება გაგარინის, ვეძისის, დელისის ნაწილის, ბერიტაშვილისა და ოსეთის ქუჩების მოსახლეობა.

გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ვაშლიჯვრის, სოფელ დიღმის, ნუცუბიძის პლატოს ნაწილის, ლისის ტბის მახლობლად მდებარე სოფლების მოსახლეობას.

58
თემები:
თბილისი დღეს (2087)
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0