როგორ დაეხმარა თბილისის მერია სხვადასხვა ობიექტს პანდემიის პერიოდში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში სხვადასხვა საშეღავათო პაკეტი დაწესდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე ფინანსური შეღავათები დაწესდა სამშენებლო სექტორისთვისაც.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია რესტორნებს, კვების ობიექტებს, საკლუბო ინდუსტრიასა და ბავშვთა გასართობ ცენტრებს 4,2 მლნ ლარით დაეხმარა, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშის წარდგენისას.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
კალაძე: მერია ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა

ხმალაძის განცხადებით, პანდემიის გამო 2020 წლიდან დღემდე სხვადასხვა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გატარდა.

„ეკონომიკური სექტორისთვის არაერთი საშეღავათო პაკეტი დაწესდა, რომლითაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა სუბიექტმა. ძირითადად, ეს არის საიჯარო ქირების გადავადება და ჩამოწერა, სანქცია-საურავების, პირგასამტეხლოს დაკისრების შეჩერება. ზოგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მთლიანად ჩამოწერა. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შემცირება", - განაცხადა ვიცე-მერმა.

ხმალაძის განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ჯამური ღირებულება, რომელიც ამოქმედდა რესტორნების, კვების ობიექტების, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბიექტების, ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრებისთვის, დაახლოებით, 4,2 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გადაირიცხა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ფინიშამდე: რას თვლის თბილისის მერი მთავარ მიღწევად

ვიცე-მერის მტკიცებით, მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები დაწესდა სამშენებლო სექტორისთვისაც. მათ შორის, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის პაკეტი, ასევე დროებით განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დარღვევით იყო განთავსებული, ჩამოეწერა დაკისრებული ჯარიმები, მიეცა დამატებითი ვადა დარღვევების გამოსასწორებლად.

თბილისის მერია ბოლო პერიოდში დედაქალაქის მოსახლეობას დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის ქალაქში გაკეთებულ საქმეებზე. როგორც ცნობილია, შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ამიტომ ქალაქის მთავრობა ერთვარ ანგარიშს აბარებს მოსახლეობას.

ყველა ახალი ამბავი
0