თბილისი

„თელასი": თბილისის ხუთ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

77
(განახლებულია 15:59 06.06.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, მონპერეს, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და შტემბერგის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

77
თემები:
თბილისი დღეს (2043)
მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩაზე

როდის აღდგება მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

47
თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა ორ თვე-ნახევარში აღდგეს, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

აპრილის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე შესრულებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

„რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს>>

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი ჩაერთო.

47

პროტესტი კომუნალურ მომსახურებებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ვიდეო

72
(განახლებულია 22:42 14.06.2021)
თბილისში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა გააპროტესტეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები, როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორიც პარტია „ქართული დასი“ იყო, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ავტოკოლონით გაემართნენ მთავრობის კანცელარიისკენ.

თავდაპირველად ისინი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ევროვნული მარეგულიერებელი კომისიის ოფისთან გეგმავდნენ მისვლას, თუმცა მოგვიანებით მარშრუტი შეიცვალა. „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, მთავრობამ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი სიღარიბისთვის გაწირა.

„მთავრობის კორუმპირებული ინტეერესების გამო გაზზე, ელექტროენერგიაზე და წყალზე ტარიფები გაიზარდა, უკანონოდ და უსამართლოდ. ჩვენი გამოთვლებით, ზამთარში პენსიონერებს 45-60 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ. წელს სუბსიდია 700 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო, ანუ ამდენი ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარზე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

1 ივნისიდან კომპანია Tbilisi Energy-ს მოთხოვნით გაზზე ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბურ მეტრ გაზში 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრს გადაიხდიან.

ტარიფი გაიზარდა წყალზეც. 1 იანვრიდან თბილისისა და მცხეთის მოსახლეობას, რომლებსაც მრიცხველები აქვთ, 0,33 ლარის ნაცვლად, ერთ კუბური მეტრი წყალი 0,5 ლარი დაუჯდება. დანარჩენები საფასურს ოჯახის სულადობის მიხედვით გადაიხდიან. ასეთი აბონენტებისთვის ყოველთვიური ტარიფი ერთ სულზე 4,518 ლარი იქნება 3,9 ლარის ნაცვლად.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ის ფასი 3,5 თეთრით გაიზარდა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.

72
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტი ეძღვნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს.

„რუსეთმა და აშშ-მ აჩვენეს, რომ დაძაბულობის პერიოდებშიც შესწევთ უნარი, მიაღწიონ პროგრესს სტრატეგიულ სფეროში წინასწარი გათვლების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების რისკებისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებასთან  დაკავშირებული ერთობლივი მიზნების რეალიზაციის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითის სახით მითითებულია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ“ (СНВ) შეთანხმების ამასწინანდელი გაგრძელების ფაქტი.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე.

სტრატეგიული სტაბილურობისათვის საკვანძო შეთანხმება СНВ-3 ამოქმედდა 2011 წლის 5 თებერვალს. ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

მხარეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და არსენალი შეთანხმებაში მითითებულ ოდენობას არ აჭარბებს. 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ის სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, შეთანხმება უცვლელად ხუთი წლით გახანგრძლივდა. წინა ადმინისტრაცია შეთანხმების გაგრძელებას ბოლომდე აჭიანურებდა, რაც სტრატეგიული სტაბილურობის მთელ სისტემას ნგრევის საფრთხეს უქმნიდა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

 

0