თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 15 მაისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
მზე 05:41 საათზე ამოვა და 20:13 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15–16 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 27–28 გრადუსია მოსალოდნელი.