თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მაისს

61
(განახლებულია 16:12 03.05.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს ღრუბლიანი ამინდის ელოდებათ – დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსებით თბილისში ოთხშაბათს, 5 მაისს ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ.

მზე ამოვა 05:52 საათზე და 20:02 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 19–20 გრადუსია მოსალოდნელი. 

61
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (682)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 20 მაისს

14
(განახლებულია 13:13 18.05.2021)
სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 20 მაისს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 13–14 გრადუსი, დღისით კი 27–28 გრადუსამდე დათბება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

მზე 05:36 საათზე ამოვა და 20:18 საათზე ჩავა.

14
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (682)
ავტოფარეხები

მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ავტოფარეხი დაანგრია

36
(განახლებულია 00:30 18.05.2021)
მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ავტოფარეხები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იყო აშენებული

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო. შედეგად დადგინდა, რომ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მოქალაქეების  მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.

მათი დემონტაჟი მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად მოახდინა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

36
ახალი სკვერი თბილისში

კერძო ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სკვერები მოეწყო

0
(განახლებულია 14:54 18.05.2021)
ხმალაძის განმარტებით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 446 კერძო ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი გაშენდა, განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქში  ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. 

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ მთლიანი ქალაქისთვის „ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნა ურბანული სიკეთე“.

 „მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში დამატებით 4 მლნ კვადრატული მეტრის ფართობს მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.

დედაქალაქის მთავრობისთვის რეკრეაციული ზონების შექმნა და აღდგენა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში არაერთი პარკისა და სკვერის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. სულ ახლახანს მერიამ ორი მასშტაბური პროექტის – ვაკის პარკის განახლებისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის განხორციელება დაიწყო.

0
თემები:
თბილისის მერია