ძლიერი წვიმა

კახა კალაძე დიღომში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას შეჰპირდა

63
(განახლებულია 15:40 01.05.2021)
გუშინ ღამით დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის ცალკეულ უბნებში, კერძოდ დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში რამდენიმე ოჯახი დააზარალა.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. თბილისის მერია გუშინ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას.

გვიან ღამით ძლიერმა წვიმამ დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დატბორა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ეზოებსა და სხვადასხვა ქუჩებზე.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თბილისის მოსახლეობას ამ რთულ პერიოდში უყურადღებოდ არ დატოვებს და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას შეჰპირდა.

„ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია მოსახლეობა გაჭირვების დროს და არც ახლა ვაპირებთ. გექნებათ მაქსიმალური თანადგომა და ხელს შეგიწყობთ, რომ იმ სირთულემ, რაც გუშინდელმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, თქვენს მხრებზე არ გადაიაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე კონკრეტულ უბნებში არსებულ სანიაღვრე სისტემებზე ისაუბრა. მისი თქმით, უხვმა ნალექმა, რომელმაც ბევრი ნაგავი ჩამოიტანა, პრობლემა შეუქმნა სანიაღვრე სისტემის გამტარუნარიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

ვიდეო-მიმართვისას ვაშლიჯვარში მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერულ ზონაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მოსულ გუშინდელ უხვ ნალექს აღნიშნულ ფერდობზე ზეგავლენა არ მოუხდენია და მაჭავარიანის ქუჩა კვლავ უსაფრთხოა.

„პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური პროექტი, რის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ – ეს გულისხმობს უშუალოდ მეწყერის გამაგრებას. შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშლიჯვარში, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები დღის ბოლომდე დასუფთავდება და გადაადგილებაც შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

63
ვაკის პარკი

გამარჯვების დღე ვაკის პარკის ნაცვლად კიკვიძის პარკში აღინიშნება: მერიის განცხადება

35
(განახლებულია 21:34 07.05.2021)
9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ღონისძიება თბილისში ყოველ წელს, ტრადიციულად, ვაკის პარკში იმართება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 9 მაისს აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

35
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 7 მაისს

52
(განახლებულია 13:50 07.05.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“, I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, წყალსადენის, ფეიქართა, შეშელიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ნუგზარ საჯაიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

52
თემები:
თბილისი დღეს
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0