თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

© Sputnik / Natia Kvartskhavaმეორე მსოფლიო ომის ვეტერანები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის თბილისის  მერია უზრუნველყოფს.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიის ცნობით, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 115 ვეტერანს და ომში მარჩენალდაკარგულ 52 პირს გაეწია.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4–11 მაისი უქმეებად არის გამოცხადებული, რის გამოც მიმდინარე წელს ვეტერანთა საპენსიო ბარათზე თანხა დაგეგმილზე ადრე გადაირიცხა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0