თბილისში გარე განათების განახლების პროექტი იწყება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგარეგანათება
გარეგანათება - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული პროექტი ერთი წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. თბილისის მასშტაბით გარე განათება ათწლიანი გადახდის პირობით განახლდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება LED განათების სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2020
ჭავჭავაძის გამზირის განახლება გრძელდება - მონტაჟდება LED განათების სისტემა

როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი გარე განათების განახლების პროექტისთვის დამატებით დაფინანსებას არ გამოყოფს – ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებში დაიფარება.

კალაძის განცხადებით, გასულ წელს დედაქალაქის მერიამ დაიწყო გარე განათების პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც დამონტაჟდა LED სანათები, რაც დიდ ეკონომიას იძლევა.

„LED სანათები ქალაქის ყველა უბანში არ არის. რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება თბილისში ღამის განათებისთვის, ამიტომ გარე განათების პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარე კვირაში „თბილსერვის ჯგუფი“ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მერიას ბევრ კომპანიასთან ჰქონდა კომუნიკაცია. უახლოეს მომავალში კი გამოცხადდება ტენდერი და მერი იმედოვნებს, რომ დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში.

სარემონტო სამუშაოები დასრულდა – რითი იქნება გამორჩეული ბარათაშვილის ქუჩა>>

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისს მაღალი სტანდარტის გარე განათების სისტემა ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0