თბილისის დიდი ნაწილი თითქმის მთელი დღით ელექტროენერგიის გარეშე დარჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტებს ელექტრომომარაგება პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თბილისის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეეზღუდება, ნათქვამია ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ განცხადებაში.

თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

კომპანია „თელასი“, რომელიც დედაქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებას ახორციელებს, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტის განრიგს აქვეყნებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის და მუხრანის ქუჩების    მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ლიახვის, ჩარგლის, აბესალომ ვეკუას, ნიკოლოზ შენგელიას და ჟინვალის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას, სოფელ წავკისის, სოფელ შინდისის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას, მელიქიშვილის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ლაგოდეხში უბედურ შემთხვევას Energo-Pro-ს თანამშრომელი ემსხვერპლა

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I,  II  მიკრორაიონების, ილია სუხიშვილის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ლოჭინის ხევის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, წურწუმიას, გურჯიევის, გურგენიძის, თურაშაულის, აფხაზის, ქვილითაიას და ოდიშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სტრაბონის, ვეფხისტყაოსნის, კრისტიან სტივენის, არქანჯელო ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ჰუგო ჰუმბერტის, ბარონ დე ბაის, ქრისტეფორო კასტელის, მაქს ტილკეს, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერსეს და ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0