თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 აპრილს

55
(განახლებულია 10:30 07.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს მზიანი და თბილი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში პარასკევს, 9 აპრილს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:31 საათზე ამოვა და 19:34 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 15–16 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 21–22 გრადუსამდე დათბება.



55
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (662)
მეტეხის ხიდი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 აპრილს

5
(განახლებულია 12:05 15.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს გაზაფხულის თბილი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში შაბათს, 17 აპრილს თბილ და ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. 

მზე 06:18 საათზე ამოვა და 19:43 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10–11 გრადუსი, დღისით კი პლუს 21–22 გრადუსია ნავარაუდები.

 

5
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (662)
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა . მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში

„გულზე მომეშვა“: გერმანელი გეოლოგი მეწყრულ ზონაზე თბილისში

69
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე მიღებულმა ზომებმა მეწყრის ჩამოსვლის რისკები მინიმუმამდე მიიყვანა

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ მუდმივ რეჟიმში. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა პეტერ ნიუმანმა, რომელიც თბილისში როგორც ექსპერტი მეორედ ჩამოვიდა.

ოთხშაბათს დედაქალაქის მერიის სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყერსაშიში ზონის გამაგრებითი სამუშაოების სამომავლო გეგმა. ითქვა, რომ მეწყრის ჩამოწოლის რისკი ამჟამად შემცირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ექსპერტებს მეტი დრო აქვთ კვლევების ჩასატარებლად და სამუშაოების ფრონტის დასადგენად.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიების კომბინირება - მეწყრული მიწის ნაწილის მოხსნა, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ბურღვითი სამუშაოები, რაც ასევე გამაგრებას უკავშირდება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ ნაპრალების ამოვსება და დისკუსია ამის შესახებ ამ ეტაპზე უადგილოა“, - განუცხადა ნიუმანმა ჟურნალისტებს.

გერმანელმა ექსპერტმა აღიარა, რომ „გულზე მოეშვა“, როდესაც დარწმუნდა, რომ სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

„პრაქტიკულად ყველა მიღებულმა ღონისძიებამ შედეგი გამოიტანა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს - პირველი ის, რომ უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილები“, - განაცხადა ექსპერტმა.

როგორც ნიუმანმა აღნიშნა, ამჟამად სპეციალისტების ჯგუფი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აჯამებს და იხილავს, რა უნდა გაკეთდეს მომავალში.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცემერმა ბენდელიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რისკები მინიმუმამდე შემცირდა. ამიტომ დღეს ექსპერტებს გაცილებით მეტი დრო ჰქონდათ მომავალი საქმიანობის დასაგეგმად და კონკრეტული პროექტის მიხედვით სამუშაოების ჩასატარებლად.

კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექისა და მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება 800 ათასი კუბომეტრი მიწის მასა დაიძრას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფერდი ძალიან დახრილი არაა, დიდი მასის გამო ის საკმაოდ მაღალი სიჩქარის იქნება იმისთვის, რომ ჯერ გზისკენ, შემდეგ კი მდინარისკენ დაეშვას.

69
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

0
(განახლებულია 13:15 15.04.2021)
მსხვილი ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში