მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა თბილისში
მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ტერიტორიაზე გაკეთდება დროებითი წინაღობა, მეწყრულ ადგილზე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები, გარკვეულ უბნებზე მოიჭრება მიწის მასები და დატერასება მოხდება.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

ბენდელიანი: ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული ვითარება გამოუვალი არაა>>

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, მიწისძვრის ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გერმანელი გეოლოგი: არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა, უნდა მივიღოთ პირველადი ზომები

ირაკლი ბენდელიანის თქმით, წინა კვირაში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ექსპერტების რეკომენდაციით უკვე მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები. 

„მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს კონკრეტული კვლევების საფუძველზე გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას“, – განაცხადა ბენდელიანმა.

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდობის გარკვეულ უბნებზე მიწის მასები მოიჭრება>>

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილზე და მის მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშალებითაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

მეწყრული პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
ბენდელიანი: ვაშლიჯვრის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისათვის გზის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ უსაფრთხო ზონაში – გელოვანის ნაწილში გრძელდება.

„თავზე ბომბი გვადგას“: ვაშლიჯვრის მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს>>

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0