„გვეგონა, მიწა სკდებოდა“ – მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები ადამიანები სახლებს ტოვებენ

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა თბილისში
მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
პანიკა, გაურკვევლობა, შიში – რას გრძნობენ თბილისში მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები ადამიანები და რისი იმედი აქვთ.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე, ვაშლიჯვართან, მეწყრულ ზონასთან ახლოს 16-სართულიან კორპუსში მცხოვრები ათობით ადამიანი სწრაფად ტოვებს სახლს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა თამარ ფაცაციამ აცნობა.

ვაშლიჯვარში, მეწყერსაშიში ზონის სიახლოვეს მცხოვრები დევნილები გზის გადაკეტვით იმუქრებიან>>

ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე უზარმაზარი ბზარები გაჩნდა, რამაც მეწყრული პროცესების გააქტიურების სერიოზული საფრთხე გამოიწვია. ამას შეიძლება ქალაქში სერიოზული კატასტროფა მოჰყვეს. ქვეყანაში პრობლემის შესასწავლად და მისი გადაჭრის გზების მოსაძებნად გერმანელი ინჟინერ-გეოლოგების ჯგუფი ჩამოვიდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
კახა კალაძე ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაზე: სიტუაციას ვაკონტროლებთ

„ყველა პანიკაშია, რა ქნან არ იციან. ბევრს წასასვლელიც არსად აქვს. დღისით საშინელი ხმა იყო, მოგვეჩვენა, რომ მიწა სკდებოდა. უცბად მოვაგროვე აუცილებელი ნივთები და ქმარმა ბავშვებთან ერთად დედაჩემთან წაგვიყვანა“, – განაცხადა ფაცაციამ.

მრავალსართულიანი კორპუსი, რომელშიც დაახლოებით 90% იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, იმ მთის ფერდობზე მდებარეობს, რომლის სიახლოვესაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სულ სახლში დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს.

იმის თაობაზე, რომ სახლი, პირდაპირი მნიშვნელობით, წყალზე დგას, თამარმა ბინის ყიდვის წინა დღეს შეიტყო. მან აღნიშნა, რომ ბინის ყიდვის გადაწყვეტილება ოჯახმა მისაღები ფასის გამო მიიღო.

ფაცაციას თქმით, ბოლო დღეებში სახლთან მოდიოდნენ უცნობი ადამიანები და მოსახლეობას სახლის დატოვებას კატეგორიულად ურჩევდნენ. ბევრი ასეც მოიქცა, ამბობს თამარი. უკვე ათობით ოჯახმა დატოვა კორპუსი. ზოგი ნათესავთან გაემგზავრა, ზოგი – სოფელში, თუმცა ბევრს წასასვლელი არსად აქვს და არც – ქირის გადასახდელი ფული.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გერმანელი გეოლოგი: არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა, უნდა მივიღოთ პირველადი ზომები

„გუშინ სახლში არ ვიყავი. მეზობელმა მიამბო, რომ ვიღაცები მოვიდნენ, გაიგეს ცხოვრების პირობები, რამდენი არიან, რამდენია მათი საცხოვრებელი ფართი. როგორც ჩანს, ინფორმაციას აგროვებენ, რომ იცოდნენ, შემდეგ ვის რამდენი აუნაზღაურონ“, – აღნიშნა ფაცაციამ.

მერიის პრეს-სამსახურში „Sputnik–საქართველოს“ არ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციაა დაგეგმილი.

მათი განცხადებით, მერიას მოსახლეობისთვის არ მიუმართავს, რომ ბინები დაეტოვებინათ. ხოლო თუ რამე რისკი იქნება მოსახლეობისთვის, ისინი ოფიციალურად გაავრცელებენ შესაბამის განცხადებას ამის შესახებ.

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია მეწყრული ზონიდან: მერიის განმარტება>>

უფრო ადრე ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მეწყრული პროცესები ფერდობზე, ლისის ტბის რაიონში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო წლებში გარკვეული მოქმედებების შედეგად გააქტიურდა. კერძოდ, ფერდობის ძირში მიმდინარეობს ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის გზის მშენებლობა.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება

თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სასწრაფოდ უზრუნველსაყოფად და მეწყრის ჩამოწოლის აღსაკვეთად ყველა შესაძლო ზომა ტარდება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა 18 და 22 მარტის აეროგადაღებების შედეგები ერთმანეთს შეადარეს. მათი ინფორმაციით, მეწყრული მასის მოძრაობის სიჩქარე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრია. ამასთან, გეოფიზიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბზარების სიღრმე არა 10, როგორც ეს საწყისი კვლევებით განისაზღვრა, არამედ 18 მეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0