გაძვირდება თუ არა თბილისში პარკირება – ვიცე-მერის პასუხი

© Sputnik / Alexander Imedashviliფასიანი პარკინგი თბილისში
ფასიანი პარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
ავტომფლობელებს შეუძლიათ არ ინერვიულონ, ყველაფრის გაძვირების ფონზე პარკირების ტარიფი არ იზრდება. თუმცა, მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაზრდას გეგმავს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება >>

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ორ ლოკაციაზე ამოქმედდა – კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოგვიანებით ეს სისტემა ამუშავდა ბარათაშვილის ქუჩაზე, პეკინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე. ერთსაათიანი პარკირების საფასურია 1 ლარი.

ფასიანი სადგომი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
კალაძე: დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება

„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები ხვალინდელ (თბილისის) მთავრობის სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გვაქვს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. გარდა ამისა, უფასო პარკირებას უფლება აქვთ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

 

ყველა ახალი ამბავი
0