თბილისის ხედი

თბილისში სამშენებლო ამნისტია გამოცხადდება

1969
(განახლებულია 15:20 26.02.2021)
პარლამენტი თბილისის მერიასთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შეეხება იმ უნებართვო მშენებლობებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება მიიღო – თბილისში უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს ამნისტია შეეხება, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

უკანონო მშენებლობები თბილისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ თბილისის გარეუბანში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ნაკვეთებზე რამდენიმე სახლის დემონტაჟი განახორციელა.

მართველი პარტია მერიასთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შეეხება იმ უნებართვო მშენებლობებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გვერდით მცხოვრებთ პრობლემებს არ უქმნის. ასევე საუბარია ჯარიმების მოხსნაზე. შედეგად – ათიათასობით მოქალაქე დაირეგისტრირებს ბინებს და მიშენებებს, ექსპლუატაციაში ჩაბარდება სახლები და ბინები, მოქალაქეები აბონენტად დარეგისტრირდებიან, განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს კანონპროექტის მიღების ვადები არ დაუკონკრეტებია.

თბილისში 90-იან წლებში ქაოსურმა მშენებლობამ, როდესაც მოქალაქეები საკუთარ ბინებს სხვადასხვა მიშენებების ხარჯზე აფართოებდნენ, დღეს პრობლემები გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებს სპეციალური ნებართვის და უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე აფართოებდა, რამაც მეზობელი სახლების და ბინების მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა. მსგავსი ქაოსური მიშენებების შედეგად ყველაზე მეტად ქალაქის ისტორიული ნაწილი დაზარალდა.

1969
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 16 აპრილს

21
(განახლებულია 18:06 14.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს გაზაფხულის თბილი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 16 აპრილს თბილ და ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. 

მზე 06:20 საათზე ამოვა და 19:42 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 8–9 გრადუსი, დღისით კი პლუს 19–20 გრადუსია ნავარაუდები.

 

21
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 14 აპრილს

84
(განახლებულია 16:32 14.04.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის და სანზონის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების IIა ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, პეტრიწის, მუხრან მაჭავარიანის, ემხვარის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის და ბიწაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ფეიქართა, წყალსადენის, ტაბიძის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, მამკოდის, მორეტის და ვართაგავას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე მესხის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის, ბეთლემის აღმართის, გუდიაშვილის მოედნის, ლერმონტოვის, ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ალავერდოვის, ახოსპირელის, ბესაძის, შოთა ნიშნიანიძის, ჩიხლაძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანთელავას, ბუხაიძის, შალვა მჭედლიშვილის, კუმისის და თოიძის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, არჩილ ქურდიანის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, რკინიგზის და თოფურიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

84
თემები:
თბილისი დღეს
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 18:25 14.04.2021)
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი – შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

 შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში