თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მცხოვრებ 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს ფართები ერთ ლარად გადაეცათ.
აღნიშნულ ოჯახებს წლების განმავლობაში საკუთარი საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ. კალაძის განცხადებით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.
„ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. წინასაარჩევნო დაპირება იყო და ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. მოხარული ვარ, რომ ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ყველამ ნახა, რამხელა სიხარული იყო”, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ ასევე იმ ოჯახებს მიმართა, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი დაკანონების პრობლემა აწუხებთ. დედაქალაქის მერის განმარტებით, მათ შეუძლიათ თავიანთ რაიონულ გამგეობებს მიმართონ, სადაც ზედმიწევნით აუხსნიან თუ რა დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი იმისთვის, რათა დაიკანონონ მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 1.500-დე ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა.
„დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:
რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.
დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა პირადად უნდა წარადგინოს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა კოსტავას ქუჩიდან დაიწყეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერი აქციის მთავარი გზავნილით – „თავისუფლებისთვის“.
თავის მხრივ, სახელმწიფომ მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელები ასევე პატრულირებენ აქციაზე წესრიგის უზრუნველსაყოფად.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე და მას უკანონოდ მიიჩნევს. ამის გამო მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს განაჩენიდან მეექვსე დღეს დააკავეს, რასაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. გუშინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან სასამართლოში მელიას გათავისუფლების შუამდგომლობა შეიტანონ, თუ ის 40 ათასი ლარის გირაოს გადაიხდის. მაგრამ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.