თოვლი თბილისში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 თებერვალს

112
(განახლებულია 16:04 19.02.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას ცივი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერის ტემპერატურა ხუთ გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 21 თებერვალს ცივი და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

მზე 07:48 საათზე ამოვა და 18:41 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ნული გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს ხუთი გრადუსი იქნება.

 

112
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (629)

მოძრაობამ „საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა ვიდეო

32
(განახლებულია 20:07 01.03.2021)
მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს პარლამენტთან მოწყობილი კარვების ქალაქიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე.

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმაა.

დემონსტრანტების თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ის განაგრძობს ქვეყანაში პროცესების მართვას და მსვლელობით სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატეს პროტესტი.

 

32
გზის მშენებლობა

მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით ორმხრივად შეიზღუდება

33
(განახლებულია 18:43 01.03.2021)
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა 1 მარტიდან 2 მარტამდე ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. მაჭავარიანის ქუჩაზე 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და დღემდე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად ხორციელდებოდა.

„შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, როგორც სამუშაოების დროს იყო გათვალისწინებული, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ მერიაში.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

გზაზე ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

33
თემები:
თბილისი დღეს
თორნიკე ყიფიანი

„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

0
„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. „ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარდგება სიმღერით You („შენ“), ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რეკორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.

2020 წელს თორნიკე ყიფიანი კონკურსზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“), მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ევროვიზია შეიძლება ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ევროვიზიის“ ჩატარების სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, კონკურსი როტერდამის საკონცერტო დარბაზ Ahoy Arena-ში შეიძლება ჩატარდეს სოციალური დისტანციისა და სხვა მკაცრი ჰიგიენური ზომების დაცვით. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას მონაწილეების ადგილზე ჩასვლის გარეშე. მათი გამოსვლები ონლაინ–რეჟიმში იქნება ადგილებიდან ტრანსლირებული. მესამე სცენარი კი კონკურსის სრულად ონლაინ–რეჟიმში გამართვას მოიაზრებს.

ეპიდვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

0