კალაძე: ვისაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ გაქვთ, თავი შეიკავეთ ქალაქში გასვლისგან

© Sputnik / Alex Shlamovთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ძლიერი თოვის გამო დედაქალაქში ავტომობილები ფრთხილად, თუმცა შეფერხების გარეშე გადაადგილებიან. თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. მინდა ვთხოვო მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე.

თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
თბილისში ინტენსიურად თოვს: გზებზე საცობებია

დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება, რამაც დედაქალაქში საცობები შექმნა.

კალაძის განცხადებით, თბილისში უამინდობის გამო „თბილსერვისის ტექნიკა“ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

მერის განცხადებით, პარალელურად გამგეობები ჩაერთვებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაში და ეს პროცესი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები ავტომობილების ჩახერგვის გამო. მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ აქვთ, მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში თოვლიანი ამინდი მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. დღისით ჰაერის ტემპერატურა ორ–სამ გრადუსს მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0