კახა კალაძე

თბილისის მერია სოციალურად დაუცველების საკვები პროდუქტებით დახმარებას განაგრძობს

48
(განახლებულია 20:44 13.01.2021)
პროექტის ფარგლებში საკვები პროდუქტები პანდემიის პირობებში გაჭირვებულ ოჯახებსა და ადამიანებს დაურიგდებათ. კალაძის თქმით, მსგავსი დახმარებები მომავალშიც გაიცემა.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. დედაქალაქის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის ადამიანების დახმარებას აგრძელებს. ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.

მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო>>

პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგებისთვის თბილისის მერიამ 1,2 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 ათასზე მეტი პაკეტი გაიცემა. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე დროებით საწყობში 11 ათასი პაკეტი ინახება.

„ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო და ახლაც ვაგრძელებთ. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. პროდუქტებს იმ ადამიანებსა და ოჯახებს ვურიგებთ, ვისაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძემ პროექტში ჩართულ თითეულ პირს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს, ასევე ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დასვენების დღეების მიუხედავად დღე და ღამე მუშაობენ, პროდუქტს აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, რის შემდეგაც გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეთა მეშვეობით სოციალურად დაუცველ მოხუცებს დაურიგდება.

დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.

48
თემები:
თბილისის მერია (314)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 29 იანვარს

15
(განახლებულია 13:15 27.01.2021)
პარასკევს დედაქალაქში მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 29 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

15
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

35
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

35
დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს

0
(განახლებულია 14:35 27.01.2021)
პარლამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის შესაბამისად  სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე, განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ
ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს
„კანონში შესატან ცვლილებები გულისხმობს ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობის განაწილებას სახელმწიფოს მხრიდან, თუ არ არის ზიანი გამოწვეული კლინიკის, მედ პერსონალის, მწარმოებლის ან იმპორტიორის შეცდომით. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, ისე რომ ეს არ არის ახალი. მაგრამ რადგან კალენდარულ აცრებში არ მოიაზრება კოვიდვაქცინა, ამიტომ, დროებითი ნორმა რომ იყოს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის აუცილებელი. ეს მოთხოვნა აქვს მწარმოებლებსაც, ეს მოთხოვნა აქვს "კოვაქს" პლატფორმასაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში ელოდება. 

0