თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 14 იანვარს ღრუბლიან და წვინიან ამინდს, დღის მეორე ნახევარში კი გამოდარებას პროგნოზირებენ.
მზე 08:26 საათზე ამოვა და 17:53 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერი მაქსიმუმ +13 გრადუსამდე გათბება. ღამით კი, სინოპტიკოსების თქმით, პლუს 7–8 გრადუსია ნავარაუდევი.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულო განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.
როგორც საკრებულოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში საკვები პროდუქტები და პირველადი დახმარების ნივთები 500 ოჯახისთვის შეაგროვეს.
ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო ჩართულია მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიაში. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია
„თბილისის საკრებულო აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ვეხმარებით, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ... კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ“ - განაცხადა ტყემალაძემ.
პროდუქტებისა და ნივთების უმეტესობას დეპუტატები ოჯახებს თვითონ დაურიგებენ.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 24 იანვარს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +4 გრადუსამდე მოიმატებს.
ქარი წამში 1–5 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე 08:20 საათზე ამოვა და 18:05 საათზე ჩავა.
სახელმწიფო ბიუჯეტი 18,4 მლრდ ლარით განისაზღვრა: აქედან, საბიუჯეტო სახსრები 16,9 მლრდ ლარი, ხოლო დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მლრდ ლარი.
2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაიგებთ თუ რა დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები.