თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.