თბილისის ტელეანძა

თბილისის მერიამ მთაწმინდის საბაგიროს ასაშენებლად 7,4 მილიონი ლარი გამოყო

558
(განახლებულია 18:07 03.01.2021)
ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ თანხით უნდა ააშენოს საბაგიროს მთლიანი ინფრასტრუქტურა, ხოლო კაბელები და კაბინები მოგვიანებით დამონტაჟდება.

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ზაფხულამდე იმუშავა, როდესაც ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

„უკვე გამოცხადებულიც არის ტენდერი, რომ შევარჩიოთ კომპანია, თუ ვინ განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ყველას გვეამაყება ის, რომ ახალი საბაგიროს პროექტი გაალამაზებს თბილისს და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ პროექტით ისარგებლონ“, - განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მერია მზად არის საბაგიროს მშენებლობაზე 7,4 მილიონი ლარი დახარჯოს.

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ თანხით უნდა ააშენოს საბაგიროს მთლიანი ინფრასტრუქტურა, ხოლო კაბელები და კაბინები მოგვიანებით დამონტაჟდება.

განაცხადების მიღება 13-18 იანვარს განხორციელდება. პროექტი 15 თვეში უნდა დასრულდეს.

საბაგიროსთვის დამატებით დამონტაჟდება ხუთი კოშკურა, აქედან ორი მთის ფერდობზე მოეწყობა.

 

558
თბილისის მერია

„ფეხით წაბრძანდით“: თბილისის მერიასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას აპროტესტებენ

180
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ თბილისის მერიის პარკინგზე შემავალ და გამომავალ მანქანებს არ გაატარებენ

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის გასაპროტესტებლად თბილისის მერიის წინ პარკინგი გადაკეტეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 მარტამდე არ ამოქმედდება.

„მოვითხოვთ, დროულად მოხსნას მთავრობამ ყველა რეგულაცია, რომელიც ღარიბ ფენას კიდევ უფრო აღარიბებს. კეთილი ინებოს კახა კალაძემ, სხვა მინისტრებმა და მაღალჩინოსნებმა, როგორც რიგითი ადამიანები პურის საშოვნელად ყოველდღე სამსახურში წასასვლელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მამუკა ჯუღელმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები არ გაატარებენ მანქანებს, რომლებიც თბილისის მერიიდან გავლენ.

მომიტინგეები ერთმანეთს ჯაჭვებით გადაებნენ და მერიის პარკინგზე შესასვლელთან ერთგვარი ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.

საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკრძალვა ძირითადად შეეხო მოსახლეობის ღარიბ ფენას, რომელსაც ავტომობილის შეძენის და შენახვის საშუალება არ აქვს. ტაქსის მომსახურებაზე გაზრდილი ფასების ფონზე აკრძალვის მორიგმა გაგრძელებამ მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მათთვის კი, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, გადაადგილება ქალაქში, ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თავისუფალია.

 

 

180
თბილისის საკრებულომ პროდუქტები შეაგროვა

თბილისის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტებით ეხმარება

30
(განახლებულია 21:38 22.01.2021)
საკრებულოს დეპუტატები პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველთა დახმარების კამპანიაში მონაწილეობენ, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულო განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

როგორც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში 500 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი დახმარების ნივთები შეაგროვეს.

ოჯახებისთვის ნობათის შესაძენად თბილისის საკრებულომ ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შეამცირა, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა. 

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო ჩართულია მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიაში. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ვეხმარებით, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ... კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და  უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

პროდუქტებისა და ნივთების უმეტესობას დეპუტატები ოჯახებს თვითონ დაურიგებენ.

30
თემები:
თბილისი დღეს
სასწრაფო დახმარება

COVID-19 საქართველოში 24 იანვრის მონაცემები

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 242.085  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.456), გარდაიცვალა – 3.055  (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.272პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 443 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 242.085  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.456), გარდაიცვალა – 3.055  (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.272პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 443 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 11.248 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4.979, PCR ტესტით – 6.269.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0