კახა კალაძე

COVID-19, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები კალაძემ წლის შედეგები შეაჯამა

42
(განახლებულია 21:18 30.12.2020)
დედაქალაქის მერმა წლის განმავლობაში ქალაქისთვის შესრულებულ სამუშაოებზე და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2020 წლის ბოლო სხდომაზე ერთი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

მერის სიტყვებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო წელს ზოგიერთი პროექტი გადაიდო, თუმცა ისინი ასახულია 2021 წლის ბიუჯეტში და ეტაპობრივად განხორციელდება. 2021 წლის ბიუჯეტი 1,1 მლრდ ლარს შეადგენს.

„მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. წელს მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული გამოწვევები ჰქონდა. კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი – როცა ეს გეგმა იცვლება. წლის დასაწყისში არაერთი პროექტი გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლებიც განხორციელდება“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზეც ისაუბრა.

კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება>>

„დავიწყებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად განახლებული გვექნება. ასევე პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული მიკროავტობუსი იქნა შეძენილი“, – განაცხადა მერმა.

მერის თქმით, განხორციელდა ასევე მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია. 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე განიავების სისტემა და აგრეგატები მთლიანად განახლდა. დაიწყო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია – დაემატა 15 ახალი შემადგენლობა.

„გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა ახალ ვაგონებზე და მარტში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. დავიწყეთ ერთიანი, ინტეგრირებული მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის დანერგვა. მომხმარებელი ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში საათნახევრის განმავლობაში ერთი გადახდით იმგზავრებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა ქალაქის მცხოვრებთათვის. 1300-ზე მეტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ასევე 1 572 ერთეული მიწის ნაკვეთის ლეგალიზება მოხდა.

„ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ; პანდემიის პირობებში ჩვენ მიერ დაწესებული შეღავათების პაკეტი შეეხო 3 ათასამდე მეწარმეს; 2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს; წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 873 ქუჩას, გამზირს, აღმართსა და ხიდს; დაირგო 47 384 ძირი მწვანე ნარგავი“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, მომავალ წელს იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის ხორცშესხმა, მათ შორის - საბურთალოზე მდებარე ბუკიას ბაღის აღდგენა.

„ამჟამად ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია, სამწუხაროდ, მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიღებულია 31 დეკემბრიდან 2021 წლის 8 იანვრამდე თბილისში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს შეჩერების გადაწყვეტილება. ეს კეთდება იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებმა, რომლებიც რაიონებში ცხოვრობენ, მოასწრონ სახლებში ჩასვლა და უკან დაბრუნება.

42
თემები:
თბილისი დღეს (1870)
კახა კალაძე

კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცა

12
(განახლებულია 15:13 27.01.2021)
თბილისის მერმა იმ მოქალაქეებს, ვისაც ფართის დაკანონების პრობლემა აქვთ, მოუწოდა, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს  მიმართონ

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 1500-მდე ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაეცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერმა სხდომაზე  საკუთრების დაკანონებისა და კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მერიის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასამდე ოჯახიდან ნახევარი დააკმაყოფილა. მისი თქმით, ეს ოჯახები წლების განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ, თუმცა, მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.

„სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს... ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამასთან მიმართებით და დღეს უკვე დაკმაყოფილებული გვყავს 1500-მდე ოჯახი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ინვესტორთან შეთანხმებით“, -განაცხადა მერმა.

კალაძის განცხადებით, მერია ზედამხედველობას გაუწევს, რომ ეს ადამიანები კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

„დარჩენილ 1500 ოჯახს კი ვაძლევ პირობას, რომ ეს პრობლემა მათაც მალე მოუგვარდებათ“, – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საკუთრების დაკანონებას, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ დაახლოებით 1 400-მდე პირს ათწლეულების განმავლობაში საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონა.

„ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც წლებია კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათი დაკანონება ვერ მოახერხეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ მიწა მიიტაცოს და შემდეგ მისი დაკანონება მოითხოვოს. ამას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რითაც დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“,– განაცხადა მერმა.

ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით,  მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს.

12
თემები:
თბილისი დღეს (1870)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 29 იანვარს

18
(განახლებულია 13:15 27.01.2021)
პარასკევს დედაქალაქში მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 29 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

18
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ექიმი და პაციენტი

თუ ნერვული ტიკი გაქვთ: ექიმები „დამნაშავე“ ვიტამინს ასახელებენ

0
ექიმების თქმით, თუ ნერვული ტიკი დაგეწყოთ და ეს მდგომარეობა ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაუშვებელია მისი გადაღლილობისა და სტრესისთვის მიწერა

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ვიტამინ B12-ის ნაკლებობა ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ამიტომ მისი პრევენცია გადაუდებლად აუცილებელია, აცხადებენ ექიმები.

სპეციალისტებმა ჩამოთვალეს ამ ორგანული ნაერთის დეფიციტის შედეგები და რეკომენდაციებისც გასცეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი პრევენცია.

ექსპერტების თქმით, B12-ის ნაკლებობის გამო შეიძლება ნერვული ტიკი განვითარდეს. თუ ეს მდგომარეობა ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, მისი გადაღლილობისა და სტრესისთვის მიწერა დაუშვებელია.

ამასთან აღნიშნული ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ანემიასაც. 

ორგანიზმში ვიტამინ B12–ის დეფიციტი აისახება არა მარტო კანის ფერზე — რომელიც მქრქალი ყვითელი ხდება, არამედ სხვა ორგანოებზეც: ენა წითლდება და წყლულებით იფარება, კიდურებში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობა კი უარესდება. ამ ყველაფერს ემატება ადვილად გაღიზიანებადობაც.

ასკორბინოთერაპია კიბოს წინააღმდეგ: აღმოჩენილია C  ვიტამინის ახალი თვისებები>>

ასეთ შემთხვევაში ექიმები სისხლის ანალიზის ჩატარებას გვირჩევენ. თუ აღმოჩნდება, რომ ორგანიზმში ვიტამინი B12 ცოტაა, მაშინ მარაგის შესავსებად უნდა მიირთვათ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხი და რძე. ასევე საჭიროა სუფთა ჰაერზე მეტი სიარული და სპორტით დაკავება.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ