თბილისში ოთხი ათასზე მეტი აბონენტი ოთხშაბათს გაზის გარეშე დარჩება

თბილისში ოთხი ათასზე მეტი აბონენტი ოთხშაბათს გაზის გარეშე დარჩება

142
(განახლებულია 09:15 23.12.2020)
სამუშაოებს აფერხებს ქაოტური განაშენიანება იმ ტერიტორიაზე, სადაც გაზსადენი გადის, სახლების ნაწილი პირდაპირ გაზსადენზეა აშენებული, აცხადებენ კომპანიაში

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ორ რაიონში - ჩუღურეთსა და ნაძალადევში ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 4 ათასზე მეტი აბონენტი გაზის გარეშე დარჩება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.

ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გამორთვა მოხდება, კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ბუნებრივი აირის მიწოდება 25 დეკემბერს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე აღდგება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს აფერხებს ქაოტური განაშენიანება იმ ტერიტორიაზე, სადაც გაზსადენი გადის, სახლების ნაწილი პირდაპირ გაზსადენზეა აშენებული.

Tbilisi Energy მოუწოდებს იმ რაიონების მოსახლეობას, სადაც გამორთვა მოხდება, უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით გადაკეტონ გაზის ონკანები.

142
თემები:
თბილისი დღეს (1871)
თბილისი

ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

44
(განახლებულია 20:46 27.01.2021)
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია აქტიურად განაგრძობს დედაქალაქში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

ლოტკინზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 6 ათასამდე კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი, სადაც დაირგო ახალი ხე-მცენარეები, განთავსდა მოედნები ტრიბუნებით – როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის.

გარდა ამისა, ადგილზე მოეწყო ველობილიკები, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი და დასასვენებელი პავილიონი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია მომავალშიც იზრუნებს, რომ ქალაქში ბევრი მწვანე სივრცე იყოს, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან, სკვერებთან მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. ნამდვილად სასიამოვნოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოდის. ზამთრის პერიოდია, მაგრამ უამრავი ადამიანია პარკებში. უამრავი ადამიანი ასეირნებს შვილებს, ვარჯიშობს“, – ამბობს კალაძე.

ამასთან, თბილისის მერმა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს>>

მისი თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე იყოს დედაქალაქში.

 

44
თემები:
თბილისის მერია

შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საკითხის გადაჭრას მოითხოვენ

61
(განახლებულია 20:41 27.01.2021)
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განათლების სამინისტროსთან შეჩერებული სტატუსის მქონე სტუნდეტების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ფინანსური კრიზისის გამო სტატუსის გარეშე დარჩენილი სტუდენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალია, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი საქართველოს განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს მის აღდგენაში დაეხმარება.

61
კანონის და მართლმსაჯულების სიმბოლო

რა უნდა ვიცოდეთ მედიაციის  ანუ დავების  მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ

0
(განახლებულია 15:18 28.01.2021)
მედიატორის პროფესია ოფიციალურად საქართველოში ერთი წელია რაც არსებობს. გასული წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, რომელიც ყველა ლიცენზირებულ მედიატორს აერთიანებს.

რას ნიშნავს მედიაცია, ვის შეუძლია გახდეს მედიატორი და რა იყო ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე, Sputnik საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ესაუბრა.  

მედიატორთა ასოციაციის პრზიდენტი ირაკლი ყანდაშვილი
photo: courtesy of Irakli Kandashvili
მედიატორთა ასოციაციის პრზიდენტი ირაკლი ყანდაშვილი

რა არის მედიაცია და ვის შეუძლია გახდეს მედიატორი?

მედიაცია ეს არის მხარეების ინტერესებზე მორგებული მოლაპარაკების პროცესი, სადაც შედეგი პროცესის მონაწილეებზეა დამოკიდებული. თუ მოდავე მხარეებს უნდათ რომ მიაღწიონ შეთანხმებას, მათ შეუძლიათ მედიატორის დახმარებით ეს შედეგი თავად დააყენონ. მედიაცია კეთილგონივრული დიალოგის კულტურას ნერგავს საზოგადოებაში.

მედიატორის პროფესია ოფიციალურად საქართველოში ერთი წელია რაც არსებობს. შესაბამისი კანონის მიღებას მათ შორის ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებდა, „კანონი მედიაციის“ შესახებ 2020 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა. კანონის საფუძველზე  ჩამოყალიბდა  წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, რომელიც  ყველა ლიცენზირებულ მედიატორს აერთიანებს.

მედიატორი შუძლია გახდეს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლიც არის ქმედითუნარიანი, არ არის ნასამართლევი და აკმაყოფილებს ასოციაციის მიერ დადგენილ სერთიფიცირების პროგრამის მოთხოვნებს.

რატომ არ შეუძლიათ მხარეებს მოილაპარაკონ მედიატორის გარეშე?

შეძლებით რა თქმა უნდა შეუძლიათ, აქ საუბარია იმაზე თუ რამდენად უფრო მარტივია და ეფექტიანია მედიაციის გზით მოლაპარაკება. დამეთანხმებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობები იძაბება და ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. მით უმეტეს თუ დავა წლების განმავლობაში გრძელდება,   იმდენად იძაბება ურთიერთობა, რომ მათ ერთმანეთთან მისასვლელი გზა აღარ აქვთ, თუ მხარეების ინტერესში მორიგება ნამდვილად შედის, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ კვალიფიციური მომლაპარაკებელი. რომლიც  მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამთ. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიაციით მიღწეული შეთანხმება, განსხვავებით ჩვეულებრივი მოლაპარაკების შედეგისა, აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან აღნიშნული სამედიაციო შეთანხმების დადასტურების გზით, რა დროსაც სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სახელით სასამართლო გადაწყვეტილება. რაც იმას ნიშნავს, რომ  მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ შეთანხმების აქტი სასამართლოში და მას შემდეგ რაც სასამართლო მას შეამოწმებს და ნახავს, რომ არის კანონთან შესაბამისი და აღსრულებადია, დაადასტურებს მის შინაარს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაცია სასამართლოსთან შედარებით ნაკლებად ხარჯიანია. როგორც ფინანსურად, ასევე დროის თვალსაზრისით. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში ეს არის 45 დღიანი პროცესი, ფინანსურად კი იმიტომ არის მომგებიანი, რომ მხარეები ბაჟს მხოლოდ 1 %-ის ოდენობით იხდიან, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბაჟი 12% -ია გადასახდელი სამართალწარმოების სამივე ინსტანციის გავლის საჭიროების შემთხვევაში. მედიაციაში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეებს გადახდილი 1% ბაჟი უკან უბრუნდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაცია ეხმარება კონფლიქტის მხარეებს „სახე არ დაკარგონ“ და კონფლიქტის ამოწურვის შემდეგაც ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობა გააჩნიათ.

როგორ და რა სახის დავის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ მედიატორს?  

მედიაციის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოში ორი ფორმის მედიაცია არსებობს: სასამართლო  და არასასამართლო.  

სასამარლო მედიაციის მომხმარებელი მხარეები იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ სარჩელია აღძრული და სამართალწარმოება მიმდინარეობს სამოქალაქო კატეგორიის სასამართლოში, ხოლო მხარეები გადაწყვეტენ  შეაჩერონ ეს პროცესი იმისათვის, რომ საქმემ სასამართლო მედიაციაში გადაინაცვლოს. არასასამართლო მედიაცია კი მათთვისაა, ვისაც თავიდანვე სასამართლოს გარეშე სურს შეთანხმების მიღწევა და ნაცვლად სასამართლოში სარჩელის აღძვრისა, თანხმდებიან მედიაციის გზით კონფლიტქის ამოწურვაზე და პირდაპირ მიმართავენ მედიატორს.

სამოქალაქო კატეგორიის დავის წარმოშობის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეებს  შეუძლიათ ნახოს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიანი მედიატორთა რეესტრი (www.mediators.ge), აარჩიონ ორივე მხარისთვის მისაღები მედიატორი და მისი ჩართულობით აწარმოონ უკვე მოლაპარაკება.

უშუალოდ მედიაციას  დაქვემდებარებულ დავებს რაც შეეხება, კანონმდებლობის თანახმად ესენია: ინდივიდუალური შრომითი დავები, საოჯახო, სამეზობლო, სამემკვიდრეო დავები, საზიარო უფლების გაყოფის დავები,  ქონებრივი დავები (20 ათას ლარს ქვემოთ). არაქონებრივი -  აბსოლუტურად ყველა კატეგორიის დავა,  სასესხო, ონლაინ კრედიტთან დაკავშირებული დავები და მხარეთა შეთანხმებით ყველა სხვა სამოქალაქო კატეგორიის დავა.

რა გააკეთა გასულ წელს მედიაციის განვითარების მიზნით ასოციაციამ?

2020 წელი ზოგადად ასოციაციისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, კორონავირუსის პანდემიის გამო ფაქტობრივად საქმის წარმოება ამ სფეროშიც ჯერ კიდევ მარტში შეჩერდა. თავიდან მთავრობამ მედიაცია დისტანციურად საქმის წარმოების დასაშვებ კატეგორიებს არ მიაკუთვნა და მხოლოდ ჩვენი ასოციაციის მიმართვის შემდეგ მოხდა ამ ჩამონათვალში ეს პროფესია. ამის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ და შევიმუშავეთ მედიაციის დისტანციურად წარმოების პლატფორმა, რამაც ძალიან გაამართლა და შეიძლება ითქვას რომ ფაქტიურად დარგი გადაარჩინა.

დისტანციური მედიაციის მეშვეობით  მხარეებს შორის არაერთი შეთანხმება შედგა;  2020 წელს ძალიან დიდი მიღწევა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასასამართლო მედიაციის შედეგად ორ ბიზნესს შორის მიღწეული შეთანხმების დამტკიცების ფაქტი, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა კანონის ამოქმედების შემდგომ არასასამართლო/კერძო მედიაციის სასამართლოს მხრიდან დადასტურების, მედიატორების ჩართულობით 2020 წლის მანძილზე დაახლოებით ჯამურად 150-მდე საქმე იქნა წარმოებაში მიღებული, საიდანაც 90% მდე  მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

გასულ წელს ასევე დავაფუძნეთ მედიაციის განვითარების კომიტეტი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბაზაზე, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შევიმუშავეთ და დავადგინეთ ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებული  პროფესიაში მიღების წესი, მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებამ დაამტკიცა სერთიფიცრების პროგრამის დებულება. ახლა ვმუშაობთ და უახლოეს საერთო კრებაზე მივიღებთ  მედიატორთა  ეთიკის კოდექს, რომელსაც ასევე ვქმნით ევროკავშირის (EU/UNDP) და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ექსპერტების რეკომენდაციებით და მათი უშუალო ჩართულობით.  

გასულ წელს ჩვენმა ასოციაციამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, რაც სასამართლო მედიაციის განვითარების ძალზედ კარგი წინაპირობაა, ისევე როგორც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმუ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან, რაც არის ბიზნესის ინფორმირების ერთგვარი წინაპირობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და  ვფიქრობ, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი ეცდება საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას სწორედ მედიაციის გზით.

ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელთან და ვცდილობთ რომ უნივერსიტეტებში აქტიურად დავნერგოთ მედიაციის სწავლება. ამასთან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, განათლების სამინისტროსთან და ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს მედიაციის საშუალო სკოლებში სწავლების დაწყება, რათა ახალმა თაობამ იცოდეს დავის გადაწყვეტის ამ ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, სანამ უშუალოდ კონფლიქტში მოუწევთ აღმოჩენა.

ვფიქრობ, ყველა ეს აქტივობა, ასევე დაგვეხმარება იმ ორი უმთავრესი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც დღეს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის წინაშე დგას.  ესენია: საზოგადოებაში მედიაციის მიმართ ცნობადობის  და სანდოობის გაზრდა.

2021 წელს  კიდევ რა გეგმები აქვს ასოციაციას?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი  მიმდინარე წელს  მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტიან მექანიზმად დანერგვის მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარებაა, რაც მოიცავს მისი ცნობადობისა და სანდოობის გაზრდას. პირველის  მიღწევა შესაძლებელია საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებელში მედიაციის სწავლებით, ბიზნესის და საზოგადოების მედიაციის შესახებ ფართო ინფორმირებით და დაინტერესებით, ხოლო პროფესიის მიმართ სანდოობის გაზრდის მიმართულებით მნშვნელოვანი იქნება მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის და მედიატორთა დისციპლინირების  საქმის წარმოების წესის მიღება ასოციაციის მხრიდან, რაც იქნება კიდევ ერთი დადასტურება საზოგადოების წინაშე რომ პროფესიის წარმომადგენლები საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარებიან მაღალ მორალურ და ეთიკურ სტანდარტებს.

 

ნატა პატარაია

 

 

0