საახალწლო ილუმინაციები თბილისში

კომენდანტის საათი საახალწლო განათებებსაც შეეხება: თბილისში ილუმინაციები გამოირთვება

260
(განახლებულია 21:37 18.12.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. თბილისის მერ კახა კალაძის გადაწყვეტილებით,  კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის პერიოდში დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება, იუწყება პირველი არხი.

 „რადგანაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვის შესაბამისად საქართველოს დიდ ქალაქებში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია, თბილისის მერმა აღნიშნულ პერიოდში  საახალწლო განათებების გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო“, — ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, მომდევნო დღის ბოლომდე გაითიშება.

„თბილსერვის ჯგუფის“  განმარტებით, დედაქალაქის ზოგ ქუჩებზე საახალწლო ილუმინაციების ძველი კონსტრუქციებია დამონტაჟებული, რომლებსაც დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი ჩართვა–გამორთვა გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს მოხდება.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.


 

 

260
თემები:
თბილისის მერია (307)

პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა ვიდეო

51
(განახლებულია 21:19 14.01.2021)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა, რომელიც 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.

სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

„მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს. ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა — ეს უდიდესი ბედნიერებაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

51
თბილისის ხედი ზამთარში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: შაბათი, 16 იანვარი

81
(განახლებულია 19:39 14.01.2021)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში სინოპტიკოსები სუსტ წვიმასა და დროდადრო სველ თოვლსაც ელოდებიან. ტემპერატურა მაქსიმუმ 5 გრადუსი იქნება.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმა, დროდადრო სველი თოვლი — ასეთ ამინდ ჰპირდებიან სინოპტიკოსები თბილისელებს შაბათს, 16 იანვარს.

შაბათს მზე დადაქალაში 08:25 საათზე ამოვა.

დღისით ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ პლუს 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი პლუს 3–4 გრადუსია მოსალოდნელი.

მზე თბილისში 17:56 საათზე ჩავა.

 

81
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ფოთის პორტი

ფოთში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

0
მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს აღარ გადმოტვირთავენ და აქციებს გააგრძელებენ

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სატვირთო მანქანების მძღოლებმა ფოთში შეკვეთილი რეისების ტარიფების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მომიტინგეების თქმით, ტარიფები პანდემიის გამო ძალიან დაბალია, რაც მათ მუშაობას ურთულებს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ოჯახები ჰყავთ შესანახი და საბანკო ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის გადმოტვირთვაზე უარს აცხადებენ.

„ტარიფები ძალიან დაბალია, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა, საქართველოშიც კვლავ გაიზრდება და საერთოდ აღარ ღირს მუშაობა, არაფერი გვრჩება. ჩვენ ვერ ვინახავთ მანქანებს, ვერ ვინახავთ ოჯახებს, კრედიტები გვაქვს, ბანკები სახლებს გვართმევენ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქონელს აღარ გადმოვტვირთავთ, არ გადავზიდავთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები პერმანენტულ აქციებს არ გამორიცხავენ.

 

 

0