თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 16 დეკემბერს

75
(განახლებულია 15:22 16.12.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის და ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

75
თემები:
თბილისის მერია (312)

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

39
(განახლებულია 21:15 26.01.2021)
სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

39
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 28 იანვარს

28
(განახლებულია 16:29 26.01.2021)
დედაქალაქში ხუთშაბათს მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 28 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +11 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:17 საათზე ამოვა და 18:10 საათზე ჩავა.

28
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება

0
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს იგეგმება. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“ აფინანსებს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

ადრონული თერაპია - ეს არის რადიოთერაპიის ფორმა, რომელსაც ხშირად არაოპერაბელური ან ტრადიციული რადიოთერაპიის მიმართ მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.

ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც რენტგენის გამოსხივებას ან ელექტრონებს იყენებს, ადრონული თერაპია ნახშირბადის პროტონების და იონების გამოყენებას გულისხმობს. ამ ატომურ ნაწილაკებს - ადრონებს - ელექტრონებთან შედარებით მეტი წონა და ენერგია გააჩნიათ. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში უფრო მეტად ეფექტურები არიან.

ქუთაისში ადრონული თერაპიის მომავალი ცენტის ტერიტორია სამუშაო შეხვედრის დროს დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო დიზაინერული კომპანიების წარმომადგენლებმა. პროექტში ჩართულია ესპანური კომპანია IDOM, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო საკონსულტაციო, საინჟინრო და არქიტექტურულ მომსახურებას, და ბელგიური IBA, რომელიც კიბოს პროტონული თერაპიის სფეროს წამყვანი კომპანიაა.

ვარაუდობენ, რომ კვლევითი ცენტრი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარებას ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციული ფიზიკისა და ბიოფიზიკის სფეროში შეძლებს.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“.

Кутаисский международный университет (КМУ)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. გამოცდებზე გასული 1112 აბიტურიენტიდან მაღალი გამსვლელი ბარიერი 245-მა გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

0