მერიამ  მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

88
(განახლებულია 22:23 15.12.2020)
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაწყვიტა ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნოს და საახალწლო სოფლისთვის გამოყოფილი ფული გაჭირვებულების კეთილდღეობისთვის გამოიყენოს

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველების დახმარების მიზნით ბიზნესის წარმომადგენლების და ცალკეული მოქალაქეების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო.

თბილისის მერიის ცნობით, დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად პროდუქტების დროებით საცავში მივიდა და ამანათების განაწილებაში ჩაერთო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ შეგროვებული პროდუქტების გარდა, თბილისის ბიუჯეტში უკვე გამოიყო 1,2 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით.

„ყველა ჩართულ კომპანიას მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგი საქმე კეთდება და სოლიდარობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პროექტში და ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. დღეს უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება, რითაც ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით. გარდა ამისა, 1.2 მილიონი ლარი გამოყო მუნიციპალიტეტმა: 500 ათასი ლარი მობილიზებულია სარეზერვო ფონდში, ხოლო 700 ათასი, რაც საახალწლო სოფლისთვის უნდა დახარჯულიყო, მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა.

88
თემები:
თბილისის მერია (312)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 28 იანვარს

24
(განახლებულია 10:04 26.01.2021)
დედაქალაქში ხუთშაბათს მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 28 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +11 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:17 საათზე ამოვა და 18:10 საათზე ჩავა.

24
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისის ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერი

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა - ფოტო

67
თბილისში ბოლო დღეებში დღის განმავლობაში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდია, თუმცა მზის ჩასვლისთანავე ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ღამით კი ყინვებია

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik.  თბილისის ბოტანიკურ ბაღში 26-მეტრიანი ჩანჩქერი გაიყინა. ბუნებრივი მოვლენის ამსახველი ფოტოები საქართველოს ეროვნული ბოტანიუკური ბაღის Facebook-გვერდზეა წარმოდგენილი.

„ჩანჩქერის თავზე 1898 წელს ხის ხიდი აშენდა, იგი ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს. ხის ხიდი, მრავალთაღოვანი - დეკორატიული რკინის ხიდით 1914 წელს შეიცვალა და თავისი შთამბეჭდავი, მსუბუქი კონსტრუქციისა და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო, ჩანჩქერთან ერთად ბაღის სავიზიტო ბარათად იქცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და  წითელ წიგნში შეტანილი შეტანილი მცენარეები. 

დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა. იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.

 

 

67
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აჭარაში  ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%– ზე დაბალია

0
(განახლებულია 14:40 26.01.2021)
აჭარა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. 1 თებერვლიდან ბათუმში იწყებს მუშაობას ტრანსპორტი, სკოლები და საბავშვო ბაღები. აჭარაში ასევე იხსნება სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

 

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. ინფიცირების დადებითობის 4%–იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და გარანტიაა იმის, რომ ქვეყანაში  ეპიდვითარების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებული იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მინისტრმა მედიასთან განმარტა თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის გათვალისწინება, დასძინა ტიკარაძემ.

„ზოგადად, ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სტაბილურია. ეპიდვითარებას 14–დღიან ჭრილში ვაკვირდებით და ამის შემდეგ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა გრძელდება, მომავალში სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ და ასევე გავაფართოებთ შეზღუდვების გაუქმების ჩამონათვალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში  1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები