კახა კალაძე: პანდემიის გამო თბილისს საახალწლო სოფელი არ ექნება

© photo: Sputnikსაახალწლო ილუმინაცია თბილისში
საახალწლო ილუმინაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიაში აცხადებენ, რომ საახალწლო სოფლის მოსაწყობად განკუთვნილი თანხა სარეზერვო ფონდში იქნება მიმართული, რომლითაც წინასაახალწლოდ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საახალწლო სოფლის მოწყობა, ჩვეულებრივ, დაახლოებით 700-800 ათას ლარამდე ჯდებოდა და წელს აღნიშნული თანხა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში.

საახალწლო ილუმინაცია - Sputnik საქართველო
ყველაფრის მიუხედავად, თბილისს საახალწლო ილუმინაცია ექნება – კალაძე

„ჩვენ ვიცით, რა რთული ვითარება გვაქვს ეპიდემიოლოგიური კუთხით. მთელი მსოფლიო ებრძვის არსებულ პანდემიას. სწორედ ამიტომ საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება, რადგან ეს, ფაქტობრივად, ქმნის მიზიდულობის ცენტრს. ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ბევრი ხალხი მოვა, გაჭირდება კონტროლი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძის განცხადებით, თბილისის მერია წინასაახალწლოდ გაჭირვებულ ადამიანებს საკვებითა და საჭირო პროდუქტებით უზრუნველყოფს. როგორც მერმა აღნიშნა, ამისთვის უკვე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა და უკვე ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უმწეო მოხუცებსა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირებს მოხმარდებათ.

კახა კალაძის თქმით, ყოველწლიურად 330 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით – მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე თბილისელებს: ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს

„ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ერთი თეთრიც არ მოკლებია არსებული პანდემიის პირობებში, ეს იყო ზუსტად ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.033-ით გაიზარდა, მათ შორის თბილისში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა – 1.705; ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 143.376-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 121.621 ადამიანი, გარდაიცვალა 1.342 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0