თბილისის ანძა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

33
(განახლებულია 11:47 26.11.2020)
ინიციატივა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება. საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა, ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება.

„გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

 

33

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო

64
არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის წინ ხმაურიანი აქცია გამართა თბილისში. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეოში

საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა ტარდებოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა საგამოფენო ცენტრთან ანტისამთავრობო ლოზუნგების შემცველი დიდი პლაკატის დაყენება დააპირეს. როგორც კი მათ გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

მმართველი პარტიის ყრილობის მთავარი მიზანი პარტიის ახალი ხელმძღვანელისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებია. პარტიაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

64

პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა ვიდეო

61
(განახლებულია 21:19 14.01.2021)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა, რომელიც 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.

სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

„მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს. ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა — ეს უდიდესი ბედნიერებაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

61

ფრენები აღარ იქნება: რისეთი ღია ცის შეთანხმებიდან გადის

0
რუსეთი ღია ცის შეთანხმებიდან გამოდის. 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი შეთანხმებიდან გასვლაზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს იწყებს

უწყების განცხადებიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილება დოკუმენტის ძალის პროგრესის არქონას უკავშირდება. ღია ცის შეთანხმებას ხელი 1992 წელს მოეწერა. ბოლო დრომდე მასში 34 სახელმწიფო მონაწილეობდა, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში აშშ ოფიციალურად გავიდა შეთანხმებიდან და მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა რუსეთი პირობის მრავალჯერად დარღვევაში. მოსკოვში განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა შეთანხმება მოგონილი მიზეზით დატოვა. განხორციელდება თუ არა სადამკვირვებლო ფრენები და  როგორ შეიცვლება გლობალური უსაფრთხოება - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

0