თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კრწანისის მოედანზე აღნიშნული შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს, მანამდე კი ადგილზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით აღჭურვილი უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა.
მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრულად იქნება ათვისებული მოედანზე არსებული გამოუყენებელი ტერიტორია, რათა ქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეიქმნას.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 29 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.
მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს.
მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.
საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა.
თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ალერგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ალერგიის ამა თუ იმ ფორმით იტანჯება, მაგრამ კატებზე ალერგია მალე შეიძლება სამუდამოდ დასრულდეს, იუწყება რადიო Sputnik-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მეცნიერები ქმნიან პრეპარატს, რომელიც მილიონობით ადამიანს კატებზე ალერგიისგან გადაარჩენს. სეჩენოვის უნივერსიტეტმა უკვე დაასრულა კვლევები და როგორც მისი რექტორი პიოტრ გლიბოჩკო აცხადებს, სპეციფიკური ალერგენები თითქმის მზად არის.
სავარაუდოდ, კატებზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე დარეგისტრირდება.
სპეციალისტების თქმით, ეს ნამდვილი სენსაციაა, რადგან ალერგია არ იკურნება, მისი გაკონტროლება მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერჯერობით გაუგებარია, ეს ვაქცინა მათ დაეხმარება, ვისაც კატაზე ალერგია უკვე აქვს, თუ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად იქნება გამოყენებული.