თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 ნოემბერს

72
(განახლებულია 15:12 25.11.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს მზიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი პლუს 9 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 27 ნოემბერს თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 08:04 საათზე ამოვა და 17:32 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 9 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

 

72
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (599)
გზის მშენებლობა

მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება: რას გეგმავს მერია

27
თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

 

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე  დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის  მერია. 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, აცხადებენ უწყებაში.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

 

 

27
თემები:
თბილისის მერია
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 იანვარს

34
(განახლებულია 16:12 18.01.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს ზამთრის ცივი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 20 იანვარს ღრუბლიან და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:23 საათზე ამოვა და 18:00 საათზე ჩავა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

 

34
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (599)
მადარინები

საქართველოდან ხუთ თვეში 17.3 მილიონი დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

0
წელს ქართული მანდარინი ექსპორტზე 14 ქვეყანაში გაიტანეს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქმენეთი

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 35.4 ათასი ტონა მანდარინი ექსპორტზე გაიტანეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარე წლის 17 იანვრამდე ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019-2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (20.5 ათასი ტონა), სომხეთსა (7.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). ასევე, მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს.

 

0