გზის გაწმენდა თოვლისგან

დედაქალაქის გარეუბნებში გზებს თოვლისგან წმენდენ

79
(განახლებულია 14:43 20.11.2020)
ტერიტორიის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის შემდეგ ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისს შემოერთებული გარეუბნების ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა, იუწყება დედაქალაქის მერია.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომპანია მოქალაქეებს მიმართავს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

სინოპტიკოსები 20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ცივ ამინდს გვპირდებიან: მოსალოდნელია ნალექი, მათ შორის თოვლის სახით, ზოგან ქარბუქიც.

79
თემები:
თბილისი დღეს (1826)

უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

18
გუშინ უნივერსიტეტის ქუჩა ყვაცილების მაღაზიების მეპატრონეებმა გადაკეტეს. მოვაჭრეები მთავრობის შეზღუდვებს აპროტესტებდენ

მათი თქმით, ისინი დღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები და მაღაზიების დაკეტვას არ აპირებენ. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტები კვლავ ღია რჩება. უნივერისტეტის ქუჩის პროტესტს კოლმეურნეობის მოედანზე მოვაჭრე მეყვავილეებიც შეუერთდნენ.

18
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 დეკემბერს

22
(განახლებულია 22:25 30.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, არსენალის მთის, ლამის II ქუჩის, ცაიშის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, დავით ბერიაშვილის, დავითაშვილის, ასპინძის, ძეგამის, თამარაშენის, მნათობის, ხრამჰესის, ლამის, ტერენტი გრანელის, ბოდავის, გუმათის, ზეგანის, ჯაბაურის, ჩეჩელაშვილის, ბელა მირიანაშვილის, ახუთის, დოდო ჭიჭინაძის, პეტრე ბაგრატიონის, სიღნაღის, ნინო და კალისტრატე სალიების, დიღომბარის, პაატა სააკაძის და ქვალონის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

22
თემები:
თბილისი დღეს (1826)
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

0
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომლის დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში