„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 ნოემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ჯავახეთის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლება, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის (ნაწილობრივ), ღლონტის, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0