თბილისი

ამინდის ზუსტი პროგზონი თბილისში, 21 ნოემბერს

69
(განახლებულია 13:59 19.11.2020)
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს დედაქალაქში შაბათს ზამთრის ცივი ამინდია მოსალოდნელი – დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 8 გრადუსი იქნება.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 21 ნოემბერს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მზე 07:57 საათზე ამოვა და 17:35 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 8 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

69
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (568)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 ნოემბერს

9
(განახლებულია 11:13 25.11.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს მზიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი პლუს 9 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 27 ნოემბერს  თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

მზე 08:04 საათზე ამოვა და 17:32 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 9 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

 

9
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (568)
თბილისის მერია

თბილისში უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი განხორციელდება

18
(განახლებულია 11:38 25.11.2020)
თბილისის მერის  განცხადებით, დღეიდანვე უნდა დაიწყოს უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კი მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის დატაცებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან  მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება.

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმედება. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ეს მიწების სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, მიიტაცოს.

18
თემები:
თბილისი დღეს
საქართველოს ნაკრები

FIBA-მ რეიტინგი განაახლა: საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

0
(განახლებულია 12:38 25.11.2020)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს ფინეთისა და შვეიცარიის გუნდებთან გამართავს.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია  FIBA-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-12 ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრო, რომელიც ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა ასევე უკან ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც მე–13 ადგილზეა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში ოთხი გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“, - აღნიშნულია FIBA-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში უკვე ჩავიდა, საიდანაც ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს მასპინძელ ფინეთთან და შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად  ერთ-ერთი მასპინძლის რანგში შეხვდება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა გუნდმა უკვე დააარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90, რის შედეგადაც ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

0
თემები:
სპორტის ამბები