თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 18 ნოემბერს

62
(განახლებულია 16:03 16.11.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს ღრუბლიანი და ცივი ამინდი იქნება – ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 18 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. 

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 6, დღისით მაქსიმალური კი პლუს 8 გრადუსი იქნება.

მზე 07:54 საათზე ამოვა და 17:37 საათზე ჩავა. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

62
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (571)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 2 დეკემბერს

19
(განახლებულია 14:14 30.11.2020)
ოთხშაბათს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 10 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 2 დეკემბერს თბილისში უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 2–3 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 9–10 გრადუსამდე გათბება.

მზე 08:09 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

19
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (571)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 ნოემბერს

41
(განახლებულია 13:57 30.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის III მიკრორაიონის და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, ბეთანიის, კიკეთის, სამადლოს და დიდების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ზემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, მშვიდობის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

41
თემები:
თბილისი დღეს
მართლმსაჯულება

კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

0
(განახლებულია 18:22 30.11.2020)
დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 200 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან –  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ექსპერტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან წარმოდგენილი იყო მათ მიერ დანიშნული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200  ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. 

სასამართლოს სხდომა  ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები იყვნენ  შეკრებილი.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ