„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 16 ნოემბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონას დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ანჯაფარიძის, მარგიანის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0