„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 ნოემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, სევანის, ფაღავას, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატო III მიკრორაიონის I, III კვარტლების, დემეტრე თავდადებულის, პაბლო პიკასოს და ზურაბ მუზაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის და ასათიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის (გლდანი), კარლო მებაღიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0