თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 13 ნოემბერს

76
(განახლებულია 17:07 11.11.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 13 ნოემბერს ღრუბლიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 07:48 საათზე ამოვა და 17:41 საათზე ჩავა.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს შვიდი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 14 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

76
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (572)
თბილისი

გორგასლის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

23
(განახლებულია 19:35 03.12.2020)
საავტომობილო მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მერიის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. გორგასლის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებია, რომლებსაც თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

23
თემები:
თბილისი დღეს
ეჭვმიტანილის დაკავება

თბილისში შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

83
(განახლებულია 18:40 03.12.2020)
დაკავებული მამაკაცი გარყვნილ ქმედებებს თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის მეგობრების მიმართ სჩადიოდა და ამას ვიდეოზე იღებდა.

თბილისი,  3 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 40 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში ნივთმტკიცების სახით არის წარმოდგენილი.

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვანი პირების გამოკვეთა და დადგენა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საბადურის ტყე

4 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 14:17 02.12.2020)
გაეცანით 4 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 დეკემბრის პერიოდი

3-12 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდს მთვარე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რბილ ხასიათს, შემოქმედებით წარმოსახვასა და მშვენიერის შესანიშნავ აღქმას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია 15, 30, 40, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ბაბუაწვერა.

3-12 დეკემბრის პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, სულ მოძრაობაში არიან, უყვართ ხალხში ყოფნა, არიან კომუნიკაბელური, ენერგიული. სამუშაოს შესრულებისას ძალზე პასუხისმგებლიანი.

4 დეკემბერს დაბადებულები

4 დეკემბერს დაბადებულები ერთი შეხედვით გულღია ადამიანები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ისინი მიზანსწრაფული, ამბიციური ადამიანები არიან, ასევე, შესაძლოა, შურიანი და შურისმაძიებელი. მათ უყვართ სხვისი იდეების მკაცრი კრიტიკა. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ მოუთმენელი, იმპულსური, მაგრამ თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის, ისინი იცვლებიან და კეთილმოსურნენი ხდებიან.

4 დეკემბერს დაბადებულებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს აღიარება. ისინი ისწრაფვიან დიდებისკენ, მაღალი სოციალური სტატუსის მიღებისკენ. ამისთვის მზად არიან, ბევრი რამ გაიღონ მსხვერპლად. ხშირად მათი პირველი მსხვერპლი ოჯახი ხდება.

4 დეკემბერს ტიპური მშვილდოსნები იბადებიან. არიან აქტიური, მოძრავი; ამბიციები და დასახული მაღალი ამოცანები მათი წარმატების 50%-ს განაპირობებს. ისინი ძალზე შრომისმოყვარენი არიან და მათი მუშაობა, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებს ემსახურება და არა კომპანიის ან საზოგადოების.

4 დეკემბერს დაბადებულებს სტრატეგიული აზროვნება აქვთ; ახასიათებთ სიმტკიცე, გამოირჩევიან კარგი მანერებით. არიან კომუნიკაბელური, შეუძლიათ ადამიანების წინ გაძღოლა.

სამსახურში ამ დღეს დაბადებულებს აფასებენ გამჭრიახობის, შორსმჭვრეტელობისთვის. დაბადებით სტრატეგები არიან. ეს შესანიშნავი საფუძველია მმართველი პოზიციების დაკავებისთვის. მაგრამ წარმატებული საქმიანობისთვის უნდა ისწავლონ ემოციების კონტროლი, კოლეგების, სამუშაო სიტუაციის ობიექტური შეფასება.

ჯანმრთელობა

4 დეკემბერს დაბადებულების მტერი მათი აგრესიაა. მნიშვნელოვანია, რომ მათ აგრესიაზე კონტროლი შეინარჩუნონ, მაგრამ ემოციების დახშობა და ენერგიისთვის გამოსავლის გადაკეტვა ასევე არ შეიძლება. ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი ხერხია შეჯიბრებითი სპორტი, როგორიცაა, მაგალითად, ჭიდაობა, გუნდური თამაშები. ფიზიკური თვალსაზრისით, 4 დეკემბერს დაბადებულების სუსტი წერტილია ნერვული სისტემა.

რჩევა:

თქვენთვის მთავარია, ძალიან არ დაიძაბოთ. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ამას სამუშაოზე.

0