საახალწლო განათების მონტაჟი

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციის მონტაჟი დაიწყო

68
(განახლებულია 23:22 10.11.2020)
კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო, იუწყება თბილისის მერია.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, სამუშაოები დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.

მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.

დღეისათვის თბილისში, როგორც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს. გაგრძელდება ის თუ არა ახალი წლის ღამემდე, ჯერჯერობით უცნობია.

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის პიკს დეკემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ.

68
თემები:
თბილისის მერია (282)
თბილისი

გორგასლის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

10
(განახლებულია 16:00 03.12.2020)
საავტომობილო მოძრაობის ნაწილობრივი შეიზღუდვა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მერიის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება

თბილისი,  3 დეკემბერი – Sputnik. გორგასლის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებია, რომლებსაც თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

10
თემები:
თბილისი დღეს
ეჭვმიტანილის დაკავება

თბილისში შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

53
დაკავებული მამაკაცი გარყვნილ ქმედებებს თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის  მეგობრების მიმართ სჩადიოდა და ამას ვიდეოზე იღებდა

თბილისი,  3 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 40 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში ნივთმტკიცების სახით არის წარმოდგენილი.

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნი პირების გამოკვეთა და დადგენა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

53
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი

„მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“ - ნოე სულაბერიძის მოულოდნელი განცხადება

0
(განახლებულია 14:30 03.12.2020)
პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გააკეთა. ნახეთ რას ვერ აკეთებს მისი აზრით ნინი ბადურაშვილი

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოუერს“ კითხვაზე, როგორ დაამარცხოს 19 წლის ასაკში უნდობლობა, ასე უპასუხა: „მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ სვება 40 წლის ასაკში“. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად ნინის, რადგან მან აღნიშნული კომენტარი დააიგნორა.

რამდენიმე თვის წინ „პრაიმ შოუს“ გამორჩეული სახეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინი ბადურაშვილმა ცნობილი პროდიუსერის „სთორი“ დაიწუნა და საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ისაა, რომ ნოე სულაბერიძემ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. „საღამო მშვიდობისა, გისმენთ...“ დაწერა ნოემ Instagram-ზე. შეკითხვების ფუნქციის გამოყენებით პროდიუსერს უამრავი თაყვანისმცემელი გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთმა დაწერა, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოლოკი პირველად მიირთვა.

ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილი მონიშნა და დაწერა: „დღეს ნინი ბადურაშვილმაც ბოლოკის დესერტი მოამზადა“. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მომღერალმა კოლეგის ხუმრობას წარუმატებელი უწოდა. „რა წარუმატებელი ხუმრობა იყო“, - დაწერა ნინიმ.

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად  აქვეყნებდა. მათი რომანის შესახებ დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.

My Number One - წერდა ნოე ნინისთან გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხმები მათი რომანის შესახებ 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა. თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ გავრცელებული ხმები გაფანტა, როცა ქართულ ჟურნალ OK-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოე სულაბერიძესთან რომანი ჰქონდა, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დასრულდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება