თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 ნოემბერს

60
(განახლებულია 13:49 10.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და შინდისის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

60
თემები:
თბილისი დღეს (1825)
ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას გელოვანის გამზირთან დააკავშირებს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

42
მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

42
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 2 დეკემბერს

24
(განახლებულია 14:14 30.11.2020)
ოთხშაბათს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 10 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 2 დეკემბერს თბილისში უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 2–3 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 9–10 გრადუსამდე გათბება.

მზე 08:09 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

24
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
კერძო ჰოსტელი

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

0
(განახლებულია 09:04 01.12.2020)
სექტორის კომპანიები საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვენ 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ამ სექტორის მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გადახედვის თხოვნით მიმართეს.

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. გეგმა 28 ნოემბერი – 31 იანვრის პერიოდს მოიცავს.

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად“, – ნათქვამია მიმართვაში.

ალიანსის წევრები ითხოვენ „წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი“ ბიზნეს–სექტორსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის.

ასოციაციის წევრები თავის მიმართვაში ითხოვენ დროებითი აკრძალვის გაუქმებას სარესტორნო სექტორის მუშაობაზე, ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ყველა რეგულაციის სავალდებულო დაცვით. ასევე პრემიერ–მინისტრისადმი წერილში არის თხოვნა, რომ გადავადდე საბანკო კრედიტები 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებული და პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

ასოციაციის წევრები პრემიერ–მინისტრს სთხოვენ სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან სექტორის წარმომადგენლები ყველა რეკომენდაციის შესაბამისად.

მემორანდუმს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შესახებ 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. მასში 27 ორგანიზაცია შევიდა. ალიანსი შეიქმნა კომუნიკაციისა და იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის გამო.

პრემიერ–მინისტრისადმი მიმართვას ხელს აწერს 27–ვე ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს–ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასიციაცია, გუდაურის ტურიზმის ასოციაცია და სხვ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში