თბილისში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება

© Sputnik / Viktor Kaminskyსაზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას ამცირებს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის შემცირებულ რეჟიმზე გადადის დიდ ქალაქებში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, იუწყება თბილისის მერია.

ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში ღამით იზღუდება როგორც ქვეითად მოსიარულეთა, ისე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ეს კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გადადგმული ერთ-ერთი ზომაა.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, იმ პირებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციების შესასრულებლად, ასევე სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ფარმაცევტულ ობიექტებს, მიწოდების სამსახურებსა და მასმედიას.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ ასევე რუსთავი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 60 680 ადამიანი, გარდაიცვალა – 499. ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობა თბილისშია, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე ათასს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0