აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 ნოემბერს

44
(განახლებულია 14:29 30.10.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას თბილი და მზიანი ამინდი ელოდებათ – სინოპტიკოსები პლუს 25 გრადუსს პროგნოზირებენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 1 ნოემბერს თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:33 საათზე ამოვა და 17:54 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 12, დღისით მაქსიმალური კი პლუს 25 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

44
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (569)

საქართველო და ახალი შეზღუდვები: რას ფიქრობს საზოგადოება? - ვიდეო

20
დღეიდან საქართველოში ძალაში შედის შეზღუდვები. Sputnik-საქართველომ მოსახლეობა გამოკითხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დააწესა

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი უკმაყოფილება მოსახლეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების შეჩერებამ გამოიწვია.

თბილისელების თქმით, ბევრ მათგანს არ ექნება საშუალება ტაქსით გადაადგილებისათვის. გამოკითხულთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ მკაცრი შეზღუდვები შედეგიანი აღმოჩნდება და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

20
ასაკოვანი ადამიანები

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მოხუცებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

56
(განახლებულია 19:58 27.11.2020)
მერის განცხადებით, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს წამოწყებაში და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები

თბილისი, 27 ნოემბერი  - Sputnik. ჩვენ გამოვნახეთ საშუალება, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღე გამართულ  ბრიფინგზე.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალიდან დიდ ქალაქებში შეზღუდვები ამოქმედდება და ამ დროს მნიშვნელოვანია, ადამიანები ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს  გაუფრთხილდნენ.

კალაძის განცხადებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ზუსტად ასეთი მიდგომებით ბევრ ოჯახს დაეხმარნენ. კერძოდ, შეიქმნება სპეციალურ პლატფორმა, სადაც ყველა ადამიანს,  ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ  წამოწყებაში.

„ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში წინასაახალწლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას კონკრეტულად ამ მოხუცებისათვის, რომლებიც შედიან რისკ–ჯგუფებში და მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები“, - აღნიშნა მერმა.

ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა>>

მისი თქმით, ბიზნეს-სექტორი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას ამ პროცესში ჩასართავად და დასახმარებლად.

„მინდა, მოვუწოდო გამგეობებსა და გამგეობის ყველა თანამშრომელს, ვისაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არა აქვთ, წესების სრული დაცვით, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და მოვახდინოთ საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი  მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის თბილისში – 1863. ბოლო მონაცემებით,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123 470-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 102 270ადამიანი, გარდაიცვალა – 1 161.

ხუთშაბათს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა, რომლის თანახმად ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.

56
თემები:
თბილისის მერია
საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოში დაკავებული ძებნილის ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებენ

0
(განახლებულია 13:11 28.11.2020)
დამნაშავე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბრალდებული დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომში დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა.

აღნიშნული დანაშაულებები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაშია, ხოლო იგი ამ დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ, რათა საექსტრადიციო დოკუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი დააკავეს, რომელიც ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში